ნინო წილოსანი: ევროპის წიაღში იშვა ფაშიზმი და საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე როგორც დღეს
ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „სწორედ ევროპის წიაღში იშვა ეს დიდი ბოროტება - ფაშიზმი და საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე როგორც დღეს.
"ისტორიის გადაწერის კიდევ ერთ მცდელობაზე გესაუბრებით, რაც ჩვენს მოწინააღმდეგე რადიკალებს 9 მაისს, წელსაც ჰქონდათ. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამწუხაროდ, სწორედ ევროპის წიაღში იშვა ეს დიდი ბოროტება და საბედნიეროდ, საქართველო მაშინაც ებრძოდა ყველაფერ არასწორს, ისევე როგორც დღეს. მაშინ როდესაც ევროპის რიგმა ქვეყნებმა უომრად გაუღო საკუთარი ქვეყნის კარები ფაშისტებს და ბევრ ქვეყანაში პირიქით, ნოყიერი ნიადაგიც ნახა ფაშისტურმა იდეოლოგიამ, საქართველომ 400 ათასამდე ადამიანი, ჩვენი გმირი მებრძოლი შესწირა ხალხის წამების, სიძულვილისა და მსოფლიოს დაპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას. ისინი კი, ვინც გადარჩნენ, ჩვენი ბაბუები, ფრონტიდან გამოყოლილ უმძიმეს ისტორიებს იხსენებდნენ, მაგრამ გამარჯვებულები გადატანილზე არ წუწუნებენ, პირიქით, ზეიმობენ და ამ ზეიმის ჩახშობა უნდოდათ ხან 9 მაისის 8 მაისზე გადატანით, ხანაც კი ფაშიზმზე გამარჯვების დღის სხვა აქტივობით გადაფარვით. წელს 9 მაისს ვნახეთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აღნიშნავდა ჩვენს დიდ გამარჯვებას ფაშისტურ გერმანიაზე და მეორე პატარა ნაწილი ევროპის დღის აღნიშვნით გართულ-დაკავებული.
9 მაისის მორალი არის, რომ ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ და ყოველთვის სწორ მხარეზე ვდგავართ. ევროპაში კი ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იბადება. ის ფაქტი, რომ ფაშიზმი დაიბადა და გაღვივდა ევროპის შუაგულში, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჭეშმარიტების კომპასი არ არის გეოგრაფია, ჭეშმარიტების კომპასი არის არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, სიმართლესა და ტყუილს, მშვიდობასა და ომს შორის. 9 მაისის მორალი გვახსენებს, რომ ჩვენ ვართ ნამდვილად გმირების ქვეყანა და ჩვენი ბრძოლა ისტორიულად იყო ყოველთვის სიმართლისთვის და როცა ნეოფაშიზმისა და სიმართლის ჩახშობის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა დღესაც მოსაგებია, ვერასდროს, სადაც და ვისთანაც არ უნდა მოიკიდოს ფეხი ფაშიზმმა, საქართველოში ის ვერ დაისადგურებს, რადგან ქართველი და ქრისტიანი გადაჯაჭვული მცნებებია და სწორედ ეს გვაჩვენებს ეკლესიისა და სწორ გზას", — განაცხადა ნინო წილოსანმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები