4 ძირითადი დეტალი მთავარი მოწმის ჩვენებიდან შონ "Diddy" ქომბსის სასამართლოზე
ქასიმ ემოციები ვერ დამალა, როცა თქვა, რომ ასეთი გამოცდილებები თავს "საზიზღრად" და "დამცირებულად" აგრძნობინებდა
ფოტო: Getty Images
სტატია შეიცავს სექსუალური და ფიზიკური ძალადობის, ნარკოტიკების მოხმარების, შანტაჟისა და სექსუალური ტრეფიკინგის აღწერებს
მომღერალ ქასის სახელით ცნობილმა კასანდრა ვენტურამ, სასამართლოს წინაშე ემოციური და შოკისმომგვრელი ჩვენება მისცა შონ ქომბსის – ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის – წინააღმდეგ მიმდინარე ფედერალურ საქმეზე, რომელიც სექსუალური ექსპლუატაციისა და რეკეტის ბრალდებებს ეხება. ქომბსი ყველა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.
კასანდრა ვენტურა სასამართლო პროცესზე
ფოტო: Le Monde
ქასის ჩვენება პროკურატურისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს და ის მომდევნო დღეს კვლავ დაბრუნდება მოწმის სახით. მისი სიტყვებიდან შემდეგი ოთხი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა:
1. "ფრიკ-ოფები" – ნარკოტიკებით გაჯერებული სექს-სესიები – დღეების განმავლობაში გრძელდებოდა
ქასის თქმით, ე.წ. "ფრიკ-ოფები" – სექსუალური ორგიები, რომელთა ორგანიზატორიც შონ ქომბსი იყო – 36 საათიდან 4 დღემდე გრძელდებოდა, ხშირად ძილის გარეშე. ამ პერიოდში ის სვამდა ალკოჰოლს, იღებდა ნარკოტიკებს და სექსი ჰქონდა უცნობ კაცებთან. ნარკოტიკები მას ფხიზლად ყოფნაში ეხმარებოდა, მაგრამ შემდეგ აღდგენისთვის დიდი დრო სჭირდებოდა – როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.
"ფრიკ-ოფები მტკივნეულ რუტინად იქცა. მთელი მიზანი გახდა უბრალოდ აღდგენა და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება," — განაცხადა მან.
ვენტურამ აღნიშნა, რომ ასეთი სესიები წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ზოგჯერ – თითქმის ყოველკვირეულად. თითოეული სესიის დასრულების შემდეგ სასტუმროს ოთახში დარჩენილი თეთრეული ხშირად იყო სველი ბავშვების ზეთით, სხეულის სითხეებით, სისხლითა და შარდით.
ქასიმ ემოციები ვერ დამალა, როცა თქვა, რომ ასეთი გამოცდილებები თავს "საზიზღრად" და "დამცირებულად" აგრძნობინებდა.
2. ქომბსი აკონტროლებდა მის გარეგნობას და სექსუალურ ქცევას
მიუხედავად იმისა, რომ ქომბსის ადვოკატები სექსუალური ურთიერთობების ურთიერთშეთანხმებულად წარმოჩენას ცდილობენ, ქასი კატეგორიულად უარყოფს ამას.
მისი თქმით, ქომბსი დეტალურად კარნახობდა ყველაფერს – ფრჩხილების ფერიდან დაწყებული (მხოლოდ თეთრი ან ფრენჩი), სექსუალური პოზების და მოქმედებების ჩათვლით. ის ითხოვდა, რომ ქასის სხეული ყოველ ხუთ წუთში ზეთით ყოფილიყო დამუშავებული და ებზინა. ქომბსი მეძავებს ნაკლებ ანაზღაურებას უხდიდა, თუ ისინი მის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ.
ქასის ჩვენებით, დროთა განმავლობაში ეს სესიები უფრო დადგმული და მუსიკალური კლიპების სტილში განათებული ხდებოდა. ერთ კონკრეტულ მძიმე ეპიზოდში, ქასიმ განაცხადა, რომ იატაკზე იწვა, როცა ქომბსის მითითებით კაცმა მას შარდი დაასხა. "დავიხრჩე და ხელი ავწიე – ბოლოს ქომბსმა დამინახა და უთხრა გაჩერებულიყო," — აღნიშნა მან.
ქასი შონ ქომბსის სასამართლო პროცესზე
ფოტო: NPR
3. ქასი რჩებოდა ქომბსთან, რადგან მისი გაბედნიერება უნდოდა
ქასიმ აღიარა, რომ ქომბსზე იყო შეყვარებული და მის მოსაწონად ყველაფერს აკეთებდა — მათ შორის ფრიკ-ოფებშიც მონაწილეობდა.
"როცა ვინმეს გიყვარს, არ გინდა იმედი გაუცრუო," — განაცხადა მან.
თუმცა წლებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ცდილობდა შერიგებას, ქასი აცნობიერებდა, რომ ქომბსი სულ უფრო სასტიკი და დამამცირებელი ხდებოდა. სცემდა და აიძულებდა მონაწილეობა მიეღო სექსუალურ სცენებში, რაც მისივე თქმით, შონ ქომბსის სიამოვნებისთვის შოუს შესრულებით, მის მუსიკალურ კარიერას ანაცვლებდა.
ქასის თქმით, ურთიერთობის დასრულების ეშინოდა — არა მხოლოდ ქომბსის რისხვის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ქომბსი ფლობდა ვიდეომასალას, რომელთა გამოყენებით მისი დაშანტაჟების საფრთხეც არსებობდა.
4. მოსამართლემ უარი თქვა ორსულობის დაფარვაზე
ქასი ორსულობის მესამე ტრიმესტრში იმყოფება. დაცვის მხარემ მოსთხოვა მოსამართლეს, რომ ქასი მოწმის ჯიხურში შესულიყო, რათა ნაფიც მსაჯულებს ორსულობა არ დაენახათ და ამით ემოციური ზეგავლენა არ მიეღოთ. მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მის მეუღლეს, ალექს ფაინს, სასამართლოში დასწრების უფლება მხოლოდ იმ პირობით მიეცა, რომ დარბაზს დატოვებდა, როდესაც ქომბსის მიერ 2018 წელს გაუპატიურების ეპიზოდის განხილვა დაიწყებოდა. ეს ნაწილი პირველ დღეს არ განხილულა.
შონ ქომბსის (იგივე Diddy-ის) წინააღმდეგ მიმდინარე ფედერალური სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა გასული წლების განმავლობაში. ქომბსს წარდგენილი აქვს სერიოზული ბრალდებები, მათ შორის: რეკეტის შეთქმულება, სექსუალური ტრეფიკინგი ძალადობით ან იძულებით და ადამიანების გადაყვანა პროსტიტუციის მიზნით. ბრალდებები ეფუძნება მის ყოფილ პარტნიორ კასანდრა ვენტურას (ქასის) და სხვა ქალების ჩვენებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქომბსი წლების განმავლობაში ძალადობდა, აშანტაჟებდა და ნარკოტიკების გამოყენებით იმორჩილებდა სექსუალური მიზნებისთვის.
ქომბსი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამტკიცებს, რომ ყველა სექსუალური ურთიერთობა ურთიერთშეთანხმებული იყო. მისი ადვოკატები ცდილობენ ეჭვქვეშ დააყენონ მოწმეების სანდოობა და ამტკიცებენ, რომ ქომბსის ქცევა იყო მისი ცხოვრების სტილის ნაწილი, რომელიც მოიცავდა ურთიერთშეთანხმებულ სექსუალურ აქტებსაც.
თუ ქომბსი დამნაშავედ ცნეს, მას ემუქრება მრავალწლიანი პატიმრობა, მათ შორის, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ გაგრძელდება 8-10 კვირის განმავლობაში და მოიცავს მრავალი მოწმის ჩვენებებსა და მტკიცებულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები