ნახეთ: სელინ დიონმა ევროვიზიის მაყურებელს მიმართა (ვიდეო)
ფოტო: EBU
შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროვიზიის სიმღერის კონკურსმა სტარტი აიღო. 13 მაისს ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალური ტური გაიმართა. შოუს ნაწილი იყო სელინ დიონის ვიდეომიმართვაც ევროვიზიის მაყურებლისადმი.
ლეგენდარულმა კანადელმა მომღერალმა შვეიცარიას 1988 წლის ევროვიზიაზე გამარჯვება მოუტანა, სიმღერით Ne Partez Pas Sans Moi. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ გასულ წელს კონკურსზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მასპინძლობის უფლება მოიპოვა, აქტიურად განიხილებოდა, ვიხილავდით თუ არა დიონს წლევანდელ ევროვიზიაზე. ეს კი, პოპვარსკვლავის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ნაკლებსავარაუდო იყო.
"ახლა ბაზელში თქვენ გვერდით ყოფნაზე მეტად არაფერი არ მინდა", — მიმართა ვიდეოთი სელინმა ევროვიზიის მაყურებელს, — "შვეიცარიას ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავება. ამ ქვეყანამ ჩემი ირწმუნა და მომცა შესაძლებლობა, რაღაც არაჩვეულებრივის ნაწილი გავმხდარიყავი. როცა შვეიცარიის სახელით 1988 წლის ევროვიზიაზე გავიმარჯვე, ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა და მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანისა, რომელიც მხარს მიჭერდა. ახლა, 37 წლის შემდეგ, საოცრად ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ შვეიცარიამ ისევ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მასპინძლობს ამ შესანიშნავ კონკურსს. შვეიცარიელ ხალხს სიყვარულისთვის მადლობას ვუხდი. ეს საღამო თქვენია და, ვიმედოვნებ, ჩემნაირად ამაყობთ.
"მუსიკა გვაერთიანებს და არა მხოლოდ ამ საღამოს, ამ შესანიშნავ მომენტში. როცა გვჭირდება, ის გვაძლევს ძალას, გვიჭერს მხარს და გვიწევს კომპანიონობას. ევროპას და მთელ მსოფლიოს გულში გიხუტებთ. მიყვარხართ".
ვიდეომიმართვა წინ უძღოდა პერფორმანსს: შარშანდელი ევროვიზიის ოთხმა მონაწილემ ერთად შეასრულა სიმღერა, რომლითაც სელინმა კონკურსი მოიგო.
სელინ დიონი ერთადერთი მსოფლიო ვარსკვლავი როდია, რომელიც ევროვიზიაზე მონაწილეობდა. სხვადასხვა დროს, კონკურსის სცენაზე იდგნენ ისეთი ლეგენდარული შემსრულებლები, როგორებიც არიან ტოტო კუტუნიო, ლარა ფაბიანი, ბონი ტაილერი, ხულიო იგლესიასი და ABBA.
2025 წლის ევროვიზია კი გრძელდება. რიგით 69-ე ევროფესტივალზე საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს, სიმღერით Freedom. ქართველი მომღერალი მაყურებლის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალურ ტურში წარდგება და ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გრანდიოზული ფინალი 17 მაისს გაიმართება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები