ჯულიეტ ბინოში კანის კინოფესტივალზე: "ჟერარ დეპარდიე მონსტრი არ არის“
ფოტო: AP Photos
ჯულიეტ ბინოში ამბობს, რომ ჟერარ დეპარდიე "მონსტრი არ არის", მიუხედავად იმისა, რომ ის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს.
ფრანგმა მსახიობმა ეს განცხადება კანის კინოფესტივალზე გააკეთა, სადაც წელს ჟიურის პრეზიდენტია — იმავე დღეს, როცა პარიზის სასამართლომ 76 წლის დეპარდიე ორ ქალზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. შემთხვევა 2021 წელს ფილმის Les Volets Verts (მწვანე ფარდები) გადაღებისას მოხდა. დაზარალებულები არიან 54 წლის დეკორატორი და 34 წლის ასისტენტ-რეჟისორი.
დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა და 29,040 ევროს ჯარიმა დაეკისრა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპარდიე სქესობრივი დანაშაულების ეროვნულ ბაზაში დარეგისტრირდება. მსახიობი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
დეპარდიე ბრალდებებს არ აღიარებდა, მოსამართლე ტიერი დონარმა კი თქვა, რომ მსახიობის დასაბუთება არადამაჯერებელი იყო.
დეპარდიე სასამართლოში
ფოტო: Stephanie Lecocq / Reuters
მიუხედავად განაჩენისა, ჟულიეტ ბინოში ფრთხილად მიუდგა დეპარდიეს "დემონიზაციას" და განაცხადა:
"ის ადამიანია, რომელმაც მომხდარი ფაქტების (რომელიც სასამართლომაც შეაფასა) გამო დაკარგა თავისი აურა. ჩემთვის ფილმის ვარსკვლავი მეფეა. მაგრამ წმინდა ის არის, რაც ხელოვნებაში იქმნება. ის ახლა წმინდა აღარ არის. ძალაუფლება სხვაგან გადავიდა".
ბინოშმა ასევე ილაპარაკა იმაზე, რომ როგორც დეპარდიე, ასევე სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებული ჰარვი ვაინშტაინი, ერთ დროს, კანის ფესტივალის პატივსაცემი სტუმრები იყვნენ.
"ფესტივალის ორგანიზატორები დღეს უკვე სხვანაირად აფასებენ სიტუაციას", — თქვა ბინოშმა — " მათ ესმით, რომ საჭიროა რეაგირება და მსხვერპლის მხარეზე დგომა. ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. #MeToo მოძრაობა საფრანგეთში უფრო გვიან მოვიდა, ვიდრე ამერიკაში, მაგრამ ახლა უკვე აქაც არის."
ჯულიეტ ბინოში
ფოტო: AP Photos
დეპარდიეს წინააღმდეგ აქამდე 20-ზე მეტი საჯარო ან ოფიციალური საჩივარი გაჟღერებულა სექსუალური შევიწროების შესახებ, თუმცა მათგან სასამართლომდე მხოლოდ ეს ორი საქმე მივიდა. ზოგი საქმე მტკიცებულებების სიმწირის ან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ვერ გაგრძელდა.
ერთი დაზარალებული ქალი სასამართლოში აღწერდა, რომ დეპარდიემ ის ძალით მოაქცია ფეხებს შორის და ეხებოდა, თან სექსუალურ კომენტარებსაც აკეთებდა:
"ყველგან მემეხო, მათ შორის მკერდზეც" — ამბობდა ის — "შემეშინდა. ის კი იცინოდა."
ეს საქმე საფრანგეთში სექსუალური ძალადობის საკითხზე ეროვნული დონის განხილვის ნაწილი გახდა და ბევრისთვის მიჩნეულია, როგორც #MeToo მოძრაობის მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი ქვეყანაში.
ასევე ნახეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები