რატომ მოხსნა "ოცნებამ" ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა — ირაკლი კობახიძე მიზეზებს განმარტავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ოცნების ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა და The Diplomat-ის ცნობით, მის ნაცვლად მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.
ოცნების პრემიერმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ კანდიდატის მესამედ წარდგენა "არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული" და ამ გადაწყვეტილების მიზეზი კონკრეტული სახელმწიფოების რეაქციები იყო. მისი თქმით, მათ საქართველოს ელჩების დაბარება დაიწყეს "ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა".
კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ პოლოლიკაშვილის მიერ ტელეკომპანია "ფორმულასთვის" გაგზავნილმა წერილმა ცხადყო, რომ ოცნების გადაწყვეტილება სწორი იყო.
"ჩემთვის დასანანი იყო, რაღაც მესიჯი გავრცელდა ზურა პოლოლიკაშვილის მხრიდან. იქ "დიფ სთეითზე" იყო საუბარი. რა შუაშია ამ თემასთან "დიფ სთეითი" საერთოდ ვერ გავიგე, მაგრამ ზოგადად დასანანია. თან ის არის მოქმედი ხელმძღვანელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ნუ ძალიან საინტერესოა, კონკრეტულ ტერმინებს აღარ გამოვიყენებ.
[…] ერთადერთი, ამ მესიჯმა დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით.
და იყო დამატებით სხვა მიზეზები, რაშიც არ მინდა შევიდე. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ ამ მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე ტელეკომპანია ფორმულამ ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი გაავრცელა. სადაც ის წერს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივნის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება ოცნებას მასთან არ შეუთანხმებია.
"თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.
3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას — მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი," — წერია მის შეტყობინებაში.
14 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში The Diplomat ოცნების მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის მოხსნის სხვა შესაძლო მოტივებზე წერს. მათი თქმით, "გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობდა მთელ პროცესს, რომელმაც შეაჩერა რუსეთის წევრობის შეჩერება აღნიშნულ ორგანიზაციაში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ — ეს იყო თამამი პოზიცია, რომელმაც პრეცედენტი შექმნა გაეროს სისტემაში. მისი ქმედებები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მორალურ პოზიციად იქნა მიჩნეული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი არ დათანხმდა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას". სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ "ამ ნაბიჯმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებაში, რადგან, როგორც ჩანს, ეს საქართველოს სტრატეგიულ გაერთიანებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან".
ცნობისათვის, 2009–2011 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების მინისტრი იყო. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან კი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები