რესპუბლიკელები: კანონმდებლობაში გეი წყვილების სამოქალაქო პარტნიორობა უნდა განისაზღვროს
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოში გეი წყვილებს შორის ქორწინება კონსტიტუციურად იკრძალება, ლგბტ ადამიანების თანაცხოვრება სახელმწიფომ კანონმდებლობაში სამოქალაქო პარტნიორობის განსაზღვრით უნდა დაარეგულიროს. შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტი რესპუბლიკელებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიბერალურ ხაზთან ერთად შეიმუშავეს. როგორც პარტიაში ამბობენ, პოლიტიკის დოკუმენტის კანონპროექტად გარდაქმნა მიმდინარეობს და მისი პრეზენტაცია მალე მოხდება.
დოკუმენტის თანახმად, როდესაც ქალი და კაცი ქმნიან ოჯახს და ამას იურიდიულად აფორმებენ, ისინი საოჯახო სამართლით დაცული სუბიექტები ხდებიან, რაც ერთნაირსქესიანი წყვილების შემთხვევაში არ ხდება. ანუ, გეი წყვილისთვის, რომელიც დიდი ხანია ერთად ცხოვრობს და საერთო მეურნეობა აქვს, ქონებრივი უფლებები საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს.
რესპუბლიკური პარტიაში მიაჩნიათ, რომ უნდა განისაზღვროს ქორწინებისა თუ პარტნიორობის ხელშეკრულების ადგილი და მიღებულ უნდა იქნეს ცალკე კანონი:
- კანონში უნდა განიმარტოს რა ქონებრივი ურთიერთობები წარმოეშობათ პირებს რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადების შემდეგ;
- როგორც მეუღლეებს, ასევე პარტნიორებს უნდა მიეცეთ უფლება საქორწინო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა;
- საქართველოს კანონში რეგისტრირებული პარტნიორების შესახებ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პარტნიორთა ურთიერთრჩენის ვალდებულების შესახებ;
- არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მშობლის საალიმენტო ვალდებულებები, რადგან რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად პარტნიორებს არ ენიჭებათ ერთმანეთის შვილების შვილად აყვანის უფლება;
- პარტნიორს უნდა მიეცეს გარდაცვლილი პარტნიორის შვილზე მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდამჭერად ყოფნის უფლება;
- პარტნიორს უფლება აქვს, უარი თქვას გარდაცვლილი პარტნიორის შვილის მეურვეობასა და მზრუნველობაზე, რა შემთხვევაშიც ობლად დარჩენილ არასრულწლოვანზე გავრცელდება არსებული სახელმწიფო ზრუნვის ვალდებულება;
- პარტნიორებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის გვარის მიღება, როგორც ეს მეუღლეების შემთხვევაში ხდება;
- პარტნიორებს შორის ძალადობა უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ოჯახური ძალადობა;
- რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების რეგისტრაცია უნდა მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
რესპუბლიკელების აზრით, ასეთი რეგულირება შესაძლებელს გახდის ლგბტ წყვილების ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და პარტნიორებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და სარგებლის მიღებას:
"ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა არ უნდა იყოს მხოლოდ აკვიატებული და გაუაზრებელი იდეა. ევროპული სივრცე გულისხმობს ინდივიდის და არა ინდივიდთა ჯგუფის დაცულობას, ადამიანის და არა დომინანტი ჯგუფის უპირატესობას. ქართულმა სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე სტანდარტები, ქვეყნის კანონმდებლობა არ უნდა უგულებელყოფდეს ლგბტ ადამიანებს."
განსხვავება ქორწინებასა და პარტნიორობას შორის
რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, ლეგალურად, სამოქალაქო კავშირი არ არის ქორწინების თანასწორი მიუხედავად იმისა, რომ ის აღიარებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობას.
ქორწინება არის სამართლებრივი სტატუსი, რომელსაც სახელმწიფო ანიჭებს წყვილებს, ხოლო როდესაც ადამიანები ქორწინდებიან, ის აღიარებულია მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და ქვეყანაში. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ში ქორწინება მეუღლეებს კონკრეტულ უფლებებსა და მოვალეობებს აკისრებს, ასევე, უზრუნველყოფს მათ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დაცვის მექანიზმებით, როგორიცაა: სოციალური უზრუნველყოფა, ვეტერანთა დაცვა, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამედიცინო დახმარების ფედერალური სისტემა, საავადმყოფოში ვიზიტი, უძრავ ქონებაზე საგადასახადო შეღავათები, საპენსიო დანაზოგები, პენსიები, საიმიგრაციო კანონები და ა.შ.
სამოქალაქო კავშირი ასევე არის ლეგალური სტატუსი, რომელიც წყვილებს სახელმწიფოს მიერ თითქმის ისეთივე დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფს, როგორითაც ქორწინებისას.
სამოქალაქო კავშირი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული უფლებებით აღჭურავს პირებს, თუმცა ევროკავშირის უმეტეს ქვეყენაში იგი ქორწინების ტოლფასია. ქვეყნები, სადაც აღიარებულია სამოქალაქო კავშირი, როგორც ქორწინების ეკვივალენტი, ანიჭებენ პირებს მსგავს საიმიგრაციო უფლებებს: რეგისტრირებულ პარტნიორს შეუძლია წაჰყვეს საკუთარ პარტნიორს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს ერთ-ერთი მათგანი.
ევროპაში ქორწინებასა და სამოქალაქო კავშირს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: სამოქალაქო კავშირის შემთხვევაში სახელმწიფო არ ცნობს შვილად აყვანის უფლებას ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები