რეზო კიკნაძე: ისეთი ადამიანი მოგვიყვანეთ, შეგეძლოთ მოგეყვანათ პაკისტანი-ინდოეთის ომში დაზარალებული და იგივე კავშირი ექნებოდა ჩვენთან
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის — ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა ბრალდებულ რევაზ კიკნაძის განცხადებით გაიხსნა.
კიკნაძემ სიტყვაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლისთვის დაკისრებული გირაო არ გადაიხადონ.
"გუშინ ისეთი რაღაც მოხდა, რომ ეს ნიშნავდა, რომ ყველაფერზე ხელი აიღო მთავრობამ და ყველაფერს ვიკადრებო, ვისაც მინდა დავიჭერო. ამაზე მინდოდა მეთქვა, რომ ე მანდ ხელი არავის წაგიცდეთ და ის გირაო არავინ გადაიხადოთ. ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას. ყველანაირ პატივისცემას დაკარგავთ, რაც აქამდე გქონდათ. ჩვენც შეგვეძლო რაღაცებზე ხელი მოგვეწერა და გავსულიყავით აქედან, მაგრამ არ ვიკადრეთ. თქვენც ნუ იკადრებთ და ბრძოლას ნუ ჩაეხსნებით. ციხეში მოხვედრა არ არის კატასტროფა, კატასტროფა არის როცა ბრძოლას გაურბიხარ, როცა შენი თანამებრძოლები იბრძვიან ქვეყნის გადასარჩენად. ბოლოს მოგვკლავს შეწუხებული სინდისი ან თავის გადასარჩენად გადახდილი გირაო და არა ჩალურჯებული თვალი, ჩატეხილი კბილი თუ 1 წლით ნახეხი დილეგი," — თქვა სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, 14 მაისს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს ოცნების პარლამენტის დროების საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო.
შემდეგ კიკნაძემ წინა სასამართლო პროცესზე პროკურატურის ცრუმოწმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
"მე-6 თვეა, დაგვატარებთ და თუ გვისჯით, მოგვისაჯეთ, თუ არა და დაგვანახეთ, რომ სამართალი არსებობს.
მოწმე ჩვენთან კავშირში ხომ უნდა იყოს? წინა მოწმეზე მინდოდა განმეცხადებინა, რომ ფაქტობრივად, ჩვენი დაცინვა იყო. თვითონ ამბობს 28 ნოემბრის საღამოს 12-ის ნახევრის მერე არ ვყოფილვარო იმ აქციაზეო და ისეთი ადამიანი მოგვიყვანეთ, იმავე წარმატებით შეგეძლოთ მოგეყვანათ პაკისტანი-ინდოეთის ომში დაზარალებული და იგივე კავშირი ექნებოდა ჩვენთან. იმიტომ რომ ჩვენ გვედავებიან 29 ნოემბერს და შემდეგ თარიღებს, აქ ვინც ვართ და სხვა თარიღის მოწმე რა შუაშია?," — თქვა კიკნაძემ.
შეგახსენებთ, 11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები