გვრცხვენია ასეთი პასიურობის — ხელოვანების ღია წერილი ღაზაზე
ხოაკინ ფენიქსი, ჯულიეტ ბინოში, პედრო პასკალი, რიზ აჰმედი და გილიერმო დელ ტორო აწერენ ხელს არიან ღია წერილს, რომელიც გმობს კინოს ინდუსტრიის "დუმილს" ისრაელის მიმდინარე და მომაკვდინებელი სამხედრო კამპანიის გამო ღაზაში.
წერილი, რომელიც გამოქვეყნდა კანის კინოფესტივალის პირველ დღეს და თავდაპირველად 370-ზე მეტმა მსახიობმა და რეჟისორმა მოაწერა ხელი, ასევე გმობს ისრაელის მიერ ფატმა ჰასონას მკვლელობას — ის იყო დოკუმენტური ფილმის Put Your Soul in Your Hand and Walk მთავარი გმირი, რომელიც კანისკენ მიემართებოდა.
კინო სოციალური პასუხიმგებლობის სივრცეა
წერილი მოუწოდებს კინოს სფეროს — რომელიც, ავტორთა თქმით, ყოველთვის იყო "სოციალურად აქტიური ნამუშევრების ნიადაგი" — გამოიყენოს თავისი ძალა, რომ "ისწავლოს ისტორიიდან, შექმნას ღირებულებებზე ორიენტირებული ფილმები და დაიცვას ჩაგრული ხმები".
წერილის ხელმომწერთა სიაში ასევე არიან: მარკ რუფალო, გაი პირსი, რეიფ ფაინსი, მელისა ბარერა, იორგოს ლანტიმოსი, ხავიერ ბარდემი, პედრო ალმოდოვარი, დევიდ კრონენბერგი, ალფონსო კუარონი, მაიკ ლი, ვიგო მორტენსენი, რუნი მარა, ჯიმ ჯარმუში და სხვები.
7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ არცერთ უცხოელ ჟურნალისტს არ მისცემია ღაზაში შესვლის უფლება. 200-ზე მეტი ჟურნალისტი განზრახ იქნა მოკლული. პალესტინელ მწერლებს, რეჟისორებს და არტისტებს სისტემატურად ხოცავენ.
წერილში ასევე მოყვანილია მაგალითი რეჟისორ ჰამდან ბალალის შესახებ, რომელიც ჯერ ოსკარით დაჯილდოვდა ფილმისთვის "No Other Land", მარტის ბოლოს მას თავს დაესხნენ, შემდეგ კი დააპატიმრეს, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს. ამ საკითხზე კინოაკადემიის ინერტულობამ მძაფრი კრიტიკა გამოიწვია, რის გამოც მოგვიანებით ოფიციალური ბოდიში მოიხადა.
ღია წერილის სრული ტექსტი:
ფატმა ჰასონა 25 წლის იყო.
ის იყო პალესტინელი დამოუკიდებელი ფოტოჟურნალისტი. ისრაელის არმიამ ის მიზანში ამოიღო 2025 წლის 16 აპრილს — მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სეპიდე ფარსის ფილმი Put Your Soul on Your Hand and Walk, რომელშიც ჰასონა მთავარ როლს ასრულებდა, შერჩეულ იქნა კანის კინოფესტივალის ACID სექციაში.
ის ქორწილისთვის ემზადებოდა.
ისრაელის იმავე ავიადარტყმას მისი ათი ნათესავიც შეეწირა, მათ შორის — მისი ორსული და.
2023 წლის 7 ოქტომბრის შემზარავი თავდასხმის შემდეგ, არც ერთ უცხოელ ჟურნალისტს არ მიეცა ღაზის სექტორში შესვლის ნება. ისრაელის არმია სამიზნედ ირჩევს მშვიდობიან მოსახლეობას. 200-ზე მეტი ჟურნალისტი განზრახ იქნა მოკლული. მწერლები, რეჟისორები და არტისტები სასტიკად იხოცებიან.
მარტის ბოლოს, პალესტინელი რეჟისორი ჰამდან ბალალი — რომელმაც ოსკარი მოიპოვა ფილმისთვის No Other Land — სასტიკად სცემეს ისრაელელმა მცხოვრებლებმა და შემდეგ გაიტაცეს სამხედროებმა. ის მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს. კინო აკადემიის მხარდაჭერის არარსებობამ, თვითონ წევრებს შორისაც აღშფოთება გამოიწვია და აკადემიას მოგვიანებით ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.
ჩვენ გვრცხვენია ასეთი პასიურობის.
რატომაა, რომ კინო, სოციალური მუხტის პოტენციალის მქონე ხელოვნება, თითქოს უგრძნობელია იმ რეალობის მიმართ, რომელიც ასე სასტიკია, და იმ ჩაგვრასთან, რასაც ჩვენი დები და ძმები განიცდიან?
როგორც ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ვერ დავრჩებით ჩუმად იმ დროს, როცა ღაზაში გენოციდი მიმდინარეობს და ეს უთქმელი ამბავი ჩვენს საზოგადოებას ანგრევს.
რისთვის ვარსებობთ, თუ არა იმისთვის, რომ ისტორიიდან ვისწავლოთ, გადავიღოთ აზრიანი ფილმები და ამოვიღოთ ხმა, როცა უსამართლობა ხდება?
რატომ ეს დუმილი?
რადიკალური მემარჯვენე, ფაშისტური, კოლონიური, ანტი-ტრანსი და ანტი-LGBTQIA+, სექსისტური, რასისტული, ისლამოფობიური და ანტისემიტური მოძრაობები იბრძვიან იდეების ველზე — მათ შორის, წიგნების, კინოსა და უნივერსიტეტების წინააღმდეგ — და ამიტომაც გვაქვს ვალდებულება, რომ ვიბრძოლოთ.
ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი ხელოვნება უმძიმესი დანაშაულის თანამონაწილე გახდეს.
ავდგეთ.
ვთქვათ რეალობა.
ერთად გავბედოთ ამ რეალობის ზუსტად და გულწრფელად დანახვა — ისე, რომ ის ვეღარ მიიჩქმალოს.
უარი ვთქვათ იმ პროპაგანდაზე, რომელიც მუდმივად იპყრობს ჩვენს წარმოსახვას და გვაკარგვინებს ადამიანობას.
ფატმასთვის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უგულობაში იღუპება.
კინოს აქვს ვალდებულება მათი გზავნილების გამტარად იქცეს და საზოგადოება ასახოს.
ვიმოქმედოთ, სანამ გვიან არ არის.
ხელმომწერთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ Variety-ზე.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები