ქოლგა თბილისი ფოტო ვოლვო ქარ საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა
ფოტო: თეგეტა
ფოტოკონკურსი, სახელწოდებით ქოლგა, წელს უკვე 24-ედ გაიმართა. 5-დღიანი ღონისძიება საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეული და ადგილობრივი ფოტოხელოვანების გამოფენებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა.
ფოტოკვირეულის მიზანი არა მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა, არამედ საერთაშორისო ფოტოგრაფიის საქართველოსთან დაკავშირება და ადგილობრივი ფოტოგრაფების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. მესამე წელია, „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეულის პარტნიორი ვოლვო ქარ საქართველოა.
ფოტო: თეგეტა
ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი: “ვოლვო ქარ საქართველო უკვე წლებია, მხარს უჭერს საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, ქოლგა თბილისი ფოტო კი, ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი თანამშრომლობა ფოტოხელოვანების გაძლიერებას ისახავს მიზნად, სწორედ ამიტომ ვოლვო ქარ საქართველო, გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად, ყოველწლიურად ავლენს საკუთარ რჩეულს და სპეციალურ პრიზს გადასცემს მას. ჩვენ ვცდილობთ, არჩეული ფოტო იდეურად ახლოს იყოს ბრენდის ღირებულებებთან. წელს ჩვენი რჩეული სანდრო დარახველიძე გახდა.
კონკურსის მხარდაჭერის პარალელურად, წელს გამოფენაზე წარმოვადგინეთ ძალიან საინტერესო ინტერაქციული ინსტალაცია, რომელიც ადამიანის სილუეტს იმეორებდა. მნიშვნელოვანია ის ტექსტიც, რომელიც ამ ინსტალაციას ქმნიდა და წარმოაჩენდა ვოლვოს უმთავრეს ღირებულებას — ადამიანს, მის ინდივიდუალიზმსა და ხელოვნების კავშირს ინოვაციებთან. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი გვქონდა ჩვენი საკულტო P1800, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. სტუმრებს ცნობილი ფოტოგრაფების იმ კადრების ნახვაც შეეძლოთ, რომლებიც ვოლვოს სხვადასხვა ავტომობილს ასახავს“.
ფოტოკონკურს ქოლგა თბილისი ფოტოზე წელს 700-მა ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა, 900-ამდე ფოტოპროექტი წარადგინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდნენ სპეციალური პრიზების გამარჯვებულები. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ნაიჯელ დიკინსონი დიდი ბრიტანეთიდან, თინა შელჰორნი და ვოლფგანგ ცურბორნი გერმანიიდან, რიჩარდ ბრამი და ვინს ჩიანი აშშ-იდან. საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა.
ბესო ხაინდრავა, ქოლგა თბილისი ფოტოს დამფუძნებელი: “ნებისმიერი თანადგომა, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალის წარმატებით გამართვისთვის. თუმცა, წელს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რადგან ფესტივალი მთლიანად კერძო კომპანიების დაფინანსებით ჩატარდა. მათი მონაწილეობა ხშირ შემთხვევაში ვიზუალური და შინაარსობრივი კუთხითაც ამდიდრებს ჩვენს ღონისძიებებს. წელს ვოლვო ქარ საქართველოს მიერ ქოლგა თბილისი ფოტოს კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილმა ვიზუალურმა არტმა მნახველებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ემოციებს იწვევს ვოლვოს რეტრო მანქანის გამოჩენა სხვადასხვა თაობის ადამიანებში“.
ფოტო: თეგეტა
"ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, სემინარებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. კვირეულის მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოელი არტისტების დაახლოება, მათთვის გამოცდილების გასაზიარებლად პლატფორმის შეთავაზება.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები