"AI უპირველეს ყოვლისა" მიდგომა შესაძლოა ჯერ ადრეა — Klarna-ს და Duolingo-ს ამბავი
ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა მომავლის სამუშაო სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს, თუმცა კომპანიები, რომლებიც ცდილობენ ამ მომავალს დროზე ადრე შეეგებონ, ავტომატიზაციასთან ერთად, გამოწვევებსაც ეგებებიან.
Klarna და Duolingo ბოლო წლებში "AI უპირველეს ყოვლისა" სამუშაო კულტურის ერთ-ერთ მთავარ მაგალითებად იქცნენ. ორი წლის წინ, Klarna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სებასტიან სიმიატკოვსკიმ განაცხადა, რომ სურდა, მისი კომპანია OpenAI-სთვის "საცდელი ვირთხა" გამხდარიყო. კომპანიაში დასაქმება შეჩერდა და თანამშრომლების ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტის სისტემებით სცადეს. გასულ თვეში კი Duolingo-მა გამოაცხადა, რომ გადადის "AI უპირველეს ყოვლისა" მოდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ სამუშაოებისთვის, რომლის გაკეთებაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, აღარ დაიქირავებენ კონტრაქტორებს და თანამშრომელთა რაოდენობას მხოლოდ მაშინ გაზრდიან, როცა ავტომატიზაციის ყველა შესაძლებლობა უკვე ამოწურული იქნება.
Klarna, შვედური ფინტექ კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ შოპინგისას გადახდის გადავადებას და განაწილებას სთავაზობს, ჯერ კიდევ AI-ზე აკეთებს ფსონს, თუმცა როგორც ჩანს, ახლიდან აფასებს ადამიანური ფაქტორის მნიშვნელობასაც. Duolingo კი სოციალურ მედიაში მკაცრი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა.
Bloomberg-თან ინტერვიუში, სიმიატკოვსკიმ თქვა, რომ Klarna თანამშრომლების, ახალ, მასშტაბურ დაქირავებას გეგმავს, რათა მომხმარებელს ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა ადამიანთან ისაუბროს. რამდენი თანამშრომელი დაემატება კომპანიას, ზუსტად არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დასაქმების ფოკუსი სტუდენტებსა და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებზე გაკეთდება.
გასულ წელს Klarna აცხადებდა, რომ ხელოვნური ინტელექტი მხარდაჭერის ჯგუფის 700 აგენტის ფუნქციას ასრულებდა. ახლა კი კომპანიის ყურადღება ადამიანურ კავშირზეა გადატანილი.
"ადამიანური მხარდაჭერის ხარისხში ინვესტირება — ეს არის ჩვენი მომავლის გზა". — ამბობს სიმიატკოვსკი, თუმცა, AI-ს მიმართ ინტერესს და ენთუზიაზმს კვლავ ინარჩუნებს.
Duolingo-სთვის "AI უპირველეს ყოვლისა" სტრატეგიაზე გადასვლა შედარებით ახალია, და ჯერჯერობით უკანდახევა არ ყოფილა. თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კომპანიამ ინტერნეტში — განსაკუთრებით TikTok-ზე — მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილების ტალღა დაიმსახურა.
Duolingo-ს უახლეს TikTok ვიდეოებზე კომენტარების უმრავლესობა ვიდეოს შინაარსს საერთოდ არ ეხება და მხოლოდ კომპანიის AI-ზე გადასვლას აკრიტიკებს.
"ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საშინელებაა," — წერს ერთი მომხმარებელი. "ენა ადამიანებმა უნდა გვასწავლონ. ამ გადაწყვეტილებით, Duolingo ზიანს აყენებს როგორც გარემოს, ისე მომხმარებლებს და საკუთარ თანამშრომლებს — და ეს ყველაზე მტკივნეულ მომენტში ხდება".
სხვა მომხმარებელი წერს: "რა ტიპის აუდიტორია გგონიათ გყავთ, რომ ფიქრობთ, შეიძლება ამხელა ნაბიჯი გადადგათ და AI-ზე გადახვიდეთ? ჩვენ რეალური ადამიანები გვინდა, არა ბოტები. ნახვამდის, Duo".
ზოგიერთი მომხმარებელი ამბობს, რომ ამ ამბის გამო აპლიკაციაც წაშალა.
Duolingo კრიტიკას პასუხობს და ცვლილებას განმარტავს: "ზუსტი განმარტებისთვის — AI არ ანაცვლებს ჩვენს ექსპერტებს; ის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც ექსპერტები იყენებენ Duolingo-ს გასაუმჯობესებლად. ყველაფერს, რასაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ვქმნით, ექსპერტები აკონტროლებენ. ჩვენ ვაგრძელებთ AI-ს გამოყენებას ადამიანური ზედამხედველობით — რათა განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი და საუკეთესო იყოს".
კომპანიები კვლავ იმედოვნებენ, რომ AI მნიშვნელოვანი დანაზოგის მომტანი იქნება — და ზოგჯერ ამაში მართლაც არც ცდებიან. მაგალითად, Duolingo-ს აქციების ფასი რეკორდულად მაღალია, და კომპანიამ 2025 წლისთვის გაყიდვების პროგნოზიც გაზარდა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) კვლევის მიხედვით, დამსაქმებელთა 40% აპირებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა და მათზე დაკისრებული სამუშაო ავტომატიზებულ სისტემებზე გადაიყვანოს.
თუმცა, მიუხედავად ბიზნესმენთა ოპტიმიზმისა, ეს ენთუზიაზმი მომხმარებლებამდე ჯერ ვერ აღწევს.
ახალგაზრდების თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ AI-მა მათთვის უმაღლესი განათლების ღირებულება შეამცირა. (Indeed-ისა და Harris Poll-ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, Gen Z-ის 51% მიიჩნევს, რომ მათი უმაღლესი განათლება ფულის ფლანგვა იყო, ხოლო 45% თვლის, რომ მათი ხარისხი AI-მა არარელევანტური გახადა)
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, ბუნებრივია, რომ ტექნოლოგია ბევრ ადამიანში შიშსა და დაძაბულობას იწვევს.
"ადამიანი ბავშვობიდანვე ცდილობს, მიზნის მისაღწევად საკუთარი გარემო მართოს. ამიტომ, ბუნებრივია, წინააღმდეგობა უჩნდება ისეთი ინოვაციების მიმართ, რომლებიც თითქოს გარემოზე მის კონტროლს ამცირებს," — წერს ჯულიან დე ფრაიტასი, ჰარვარდის ბიზნესსკოლის მარკეტინგის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. "ხელსაწყოებად AI-ს გამოყენებაზე მეტად, ადამიანებს აშინებთ პერსპექტივა, რომ ის მთლიანად ჩაანაცვლებს მათ."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები