აზერბაიჯანის ცესკოს თავმჯდომარის შვილს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანული პროსამთავრობო გამოცემა Haqqin.az-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რძალი ამტკიცებს, რომ ქმარმა ცემა, რის შედეგადაც მან ნაადრევად იმშობიარა და ბავშვი დაკარგა.
ქალი, რომელმაც ანონიმურობისთვის ჟურნალისტებს H.P. ინიციალით მოხსენიება სთხოვა აცხადებს, რომ მისი მეუღლე, მაჰამედ პანაჰოვი ქორწინებამდე ძალადობისკენ მიდრეკელბა არ ჰქონია.
"2022 წლის ივნისში ვიქორწინეთ. ქორწილიდან მე-10 დღეს მან ჩემი ცემა დაიწყო. ერთხელ 20-25 ბოთლი ლუდი დალია და ყველა ცარიელი ბოთლი მესროლა. ვეუბნებოდი, რომ მტკიოდა, მაგრამ ის არ ჩერდებოდა. ძალადობისგან თავის დასაღწევად სახლიდან გავიქეცი," — განუცხადა დაზარალებულმა OC Media-ს.
მან დასძინა, რომ ქმრის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, ისინი ქმრის მამა — მაზაჰირ პანაჰოვზე იყვნენ ფინანსურად ფულზე დამოკიდებულნი.
Haqqin.az იუწყება, რომ წყვილი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ Bel-Air-ის უბანში 2 მილიონი დოლარის ღირებულების ვილაში ცხოვრობდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მაჰამედ პანაჰოვისა და მისი დედის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მიერ იყო შეძენილი.
ქალის თქმით, 2024 წლის მაისში, კიდევ ერთი ძალადობის ფაქტის შემდეგ, მან სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა. იმავე დღეს მან მაზაჰირ პანაჰოვთან დარეკა — მამამთილმა ურჩია, რომ გაჩუმებულიყო.
"მაგრამ მე ვერ გავჩუმდი. ჩვენს ურთიერთობაზე მაზაჰირ მუალიმთან (აზერბაიჯანული ტიტული, რომელიც გამოხატავს პატივისცემას) არასოდეს მისაუბრია — მხოლოდ მაჰამედის დედასთან. ის კი ყოველთვის იმეორებდა — "ყველაფერი გაივლის, ბავშვის გაჩენის შემდეგ ის შეიცვლება,". მაგრამ შვიდი თვის ორსულმა ცემის შედეგად შვილი დავკარგე," — განუცხადა ქალმა OC Media-ს.
ქალის განცხადებით, ეს ინციდენტი ლოს-ანჯელესში გადასვლამდე მოხდა.
"შვიდი თვის ორსული ვიყავი. ჩემმა ქმარმა მცემა და ხელი გადამისერა. კლინიკაში ჩემმა რძალმა, ულკარ პანაჰოვამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა წამიყვანეს," — ამბობს H.P.
მისივე თქმით, მას ბაქოს სამედიცინო დაწესებულებაში ადრეული მშობიარობა დაეწყო და შვიდთვიანი ნაყოფი გააჩინა. ახალშობილმა მხოლოდ სამი დღე იცოცხლა.
H.P. თქმით, ულკარ პანაჰოვამ და ცესკოს თანამშრომლებმა ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია კლინიკიდან გააქრეს, რის გამოც მშობიარობა ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა.
OC Media ცდილობდა დაჰკავშირებოდა ცესკოს სპიკერს, შაჰინ ასადლის, რათა ეკითხა, რატომ იმყოფებოდნენ საავადმყოფოში ცესკოს თანამშრომლები, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
მიუხედავად ქმრის მხრიდან ძალადობისა, H.P. გადაწყვიტა მასთან ერთად გადასულიყო აშშ-ში, რადგან დაჰპირდნენ, რომ ცესკოს თანამშრომელთან ერთად იცხოვრებდნენ. თუმცა, მან თანამშრომლების ვინაობა ან თანამდებობა არ დააკონკრეტა.
აშშ-ში ყოფნისას მას სურდა საავადმყოფოში მისვლა, მაგრამ გააფრთხილეს, რომ პოლიცია მის ქმარს დააკავებდნენ.
"ამის შემდეგ მეგონა, რომ საქმე პოლიტიკურ ელფერს შეიძენდა, რადგან ლოს-ანჯელესში ბევრი სომეხია. პოლიციისთვის ან საავადმყოფოსთვის რომ მიმემართა, მაშინვე პოლიტიკურ ამბად გადაიქცეოდა და იტყოდნენ, რომ მაზაჰირ პანაჰოვის შვილი ოჯახში ძალადობისთვის დააკავეს," — ამბობს დაზარალებული.
H.P.–მ OC Media-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ის საჯაროდ არასდროს ილაპარაკებდა ოჯახში ძალადობაზე, მისთვის სირთულეების გარეშე განქორწინების უფლება რომ მიეცათ.
H.P.-ს თქმით, განქორწინების მოთხოვნის შემდეგ, მაჰამედ პანახოვი დაემუქრა.
2024 წლის მაისში H.P. აზერბაიჯანში დაბრუნდა, სადაც განქორწინების მოთხოვნაზე განცხადება ოფიციალურად შეიტანა, მისი ქმარი კი აშშ-ში დარჩა.
მაზაჰირ პანაჰოვს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, პროსამთავრობო მედია ამ შემთხვევას აქტიურად აშუქებს, რაც შესაძლოა მაზაჰირ პანაჰოვის იძულებას ისახავდეს მიზნად, რომ მან თანამდებობა დატოვოს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში მსგავსი ტაქტიკა ადრეც გამოიყენეს —2013 წელს შრომის მაშინდელი მინისტრი ფიზული ალაკბაროვი მას შემდეგ გადადგა, რაც მისი შვილმა სასტუმროში ქალები მიიყვანა და ადგილობრივი ისმაილის დასახლების წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინაც სწორედ პროსამთავრობო მედიამ გააშუქა ინციდენტი, რასაც მინისტრის გადადგომა მოჰყვა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები