კახა კალაძე: ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და შემოვიდეს მსჯელობაში
"ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და შემოვიდეს მსჯელობაში თუ რა კანონებს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა", — ასე გამოეხმაურა დღეს თბილისის მერი კახა კალაძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
"ყველაფერი გასაგებია, თუ როგორ მოქმედებს ბოროტი ძალა — ზოგიერთი ე.წ. ბიუროკრატი, რა არის მათი მთავარი მიზანი და ამოცანა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ვერ დაიმონეს, ვერ გამოიყენეს მათი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებაში მოხდა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ "უკრაინიზაცია" არ მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები. რა თქმა უნდა, გამწარებულები არიან, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ გამოიყენეს. იმიტომაც კეთდება მსგავსი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და შემოვიდეს მსჯელობაში, თუ რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი?" — განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით უნდა შეიცვალოს.
"პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება, რომელიც დღეს არსებობს, შესაცვლელია. ყველამ უნდა იცოდეს და გაითავისოს, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს. ყველამ მიხედოს თავის სახელმწიფოს, თავიანთ ქვეყანას", — თქვა კალაძემ.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ "საქართველოსთვის ამ ვითარებიდან გამოსავლის საუკეთესო გზა სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაა".
"ვფიქრობ არაერთხელ გავუშვით შესაძლებლობა უფრო მძლავრი გზავნილი გაგვეგზავნა საქართველოს ხელისუფლებისთვის მის მიერ არჩეული გზის გამო. ეს შეეხება კანონებს, რომლებითაც არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსი რეგულირდება. სხვადასხვა ორგანიზაციების ანგარიშში ვიხილეთ საარჩევნო დარღვევები. ვფიქრობ, ეს იყო განსაკუთრებული დრო, როდესაც ჩვენ უფრო ძლიერი გზავნილები უნდა გვქონოდა, მათ შორის სანქციებით. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ქმედებები მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს იყო ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა. ცხადი იყო, რომ გაგრძელდებოდა დაღმასვლა. კიდევ უფრო შეიზღუდებოდა დემოკრატიული თავისუფლებები, რაც შეზღუდავდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის სივრცეს.საქართველოს არჩევანი იყო აერჩია ევროპა როგორც მომავალში ყოფნის ადგილი, ყველა ღირებულების გათვალისწინებით. ვიცით, რომ საქართველოს ხალხი, 80% მხარს უჭერს ევროპულ მომავალს და საქართველოს გადასაწყვეტია დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
ამ ვითარებიდან გამოსვლის გზა სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და იმ ვითარებასთან დაბრუნებაა, სადაც ვიყავით", — განაცხადა კესტუტის ბუდრისმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები