DRI: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაზვერვის სამსახურის შეერთებით ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი კიდევ უფრო უარესდება
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაზვერვის სამსახურის შეერთებით ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი კიდევ უფრო უარესდება", — ამის შესახებ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) ავრცელებს. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ქართული ოცნება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურებას ცდილობს.
"ქართული ოცნება მიზანმიმართულად იმეორებს ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრებულ პრაქტიკას — ამკაცრებს კანონმდებლობას, მაქსიმალურად ზღუდავს ინსტიტუციების ავტონომიას, აძლიერებს ძალოვან უწყებებს და ქმნის რეპრესიულ მმართველობის მოდელს. აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითი პარლამენტში დაინიციირებული ცვლილებების პროექტებია, რომელთა მიხედვით, ძალადაკარგულად ცხადდება "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი და უწყების საგამოძიებო საქმეები პროკურატურის ქვემდებარეობაში გადადის. ამასთან, ცვლილებები შედის "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში და ის სუს-ის დაქვემდებარებაში ექცევა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაზვერვის სამსახურის შეერთებით ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი კიდევ უფრო უარესდება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სადაზვერვო სამსახურების შიდა და საგარეო ფუნქციების შერწყმა ართულებს ზედამხედველობას და ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს. საქმიანობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, უწყებები ცალ-ცალკე უნდა ფუნქციონირებდეს. უსაფრთხოების სამსახურების დაინიციირებული მოდელი კი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლიდან დღემდე ჩამოყალიბდა დახურულ, ფართო უფლებამოსილების მქონე უწყებად, რომელიც არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ, არამედ პარტიული ინტერესების გამტარებელ ორგანოდ იქცა. ამ ტიპის უწყებასთან დაზვერვის სამსახურის შერწყმა შეამცირებს ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობის ხარისხსა და საქმიანობის ეფექტიანობას, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები