ვინ გაყიდა, ვინ იყიდა და რისი აშენება იგეგმება "რიყის დოქების" ადგილას?
ვაკეში ახალი გვირაბის გახსნაზე მყოფ ოცნების პრემიერს, ირაკლი კობახიძეს და ქალაქის მერს, კახა კალაძეს ე.წ. "რიყის დოქების" შესახებ ჰკითხეს, რომელიც აპრილში ისევ გაიყიდა და ახალი მეპატრონე — შპს "რიყე დომი" ადგილზე "უძრავი ქონების განვითარებას" გეგმავს.
"მოხდება დემონტაჟი"
კალაძის თქმით, "რიყის დოქები" "არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე" და ამიტომ მოხდება დემონტაჟი. მისივე თქმით, ადგილზე შეიძლება, აშენდეს "თუნდაც, სასტუმროც".
"არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე და შესაბამისად, საჭიროა კარგი პროექტის განვითარება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური. მოხდება მისი დემონტაჟი და იგივე მოცულობის პროექტი განხორციელდება, შეიძლება იყოს სხვა ფორმით. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ახალი ტერიტორია უნდა გამოიყოს და იქ უნდა აშენდეს ახალი შენობა?! აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს... შეიძლება, თუნდაც, სასტუმროც. ვნახავთ, გავივლით," — განაცხადა კალაძემ.
ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ეს მახინჯი დოქები არ ეკადრება ლამაზ დედაქალაქს".
"მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან", — განაცხადა კობახიძემ.
ვინ ვის მიყიდა "რიყის დოქები"?
ცნობისათვის, რიყის დოქები მიმდინარე წლის აპრილში კვლავ გაიყიდა. 2022 წლის 24 მარტს ის ჯერ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორმა, დავით ხიდაშელმა იყიდა, ახლა კი კომპანია შპს "რიყე დომ".
"რიყის დოქების" გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავად დავით ხიდაშელმაც.
მისი თქმით, "რიყის დოქებს" ყიდის "სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო.
"ჩემი ინიციატივით ღია სახელმწიფო აუქციონზე შევიძინე რიყის დოქები, სადაც მსურდა დამეფუძნებინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მუზეუმი. სწორედ ეს მუზეუმი უნდა გამხდარიყო სივრცე, სადაც მუდმივ ექსპოზიციაზე გამოიფინებოდა 250-ზე მეტი უნიკალური რუკა, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ გადავეცი საქართველოს სახელმწიფოს. მანდვე უნდა განთავსებულიყო მსოფლიო ღვინის მუზეუმი და სხვა მრავალი ტექნოლოგიური სივრცე.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ, ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად გვიყვარს სამშობლო. რა თქმა უნდა მომავალშიც შევეცდებით შეძლებისდაგვარად ბევრი სასარგებლო პროექტი განვახორციელოთ. ამასთანავე, საჭიროდ ვთვლი განვაცხადო:
ამასთანავე, საჭიროდ ვთვლი განვაცხადო:
არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკური პროცესების მონაწილე ან პოლიტიკური ძალების ინტერესების გამტარებელი;
ჩემი ეგრედ წოდებული "რუსეთში ბიზნეს საქმიანობა" ათ წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა და მას შემდეგ რუსეთთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს. ტყუილად მაბრალებენ რუსეთთან არ არსებულ კავშირებს.
ჩემი საქმიანობა სრულად დისტანცირებულია შიდა ან გარე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან;
ყველა ცილისმწამებლური მცდელობა, რომ ჩემი სახელი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ქულების დასაწერად, მკაცრად მიუღებელია.
მოვუწოდებ მედიას:
დაიცვას ბალანსი,
შეამოწმოს ინფორმაცია ფაქტობრივად და სამართლებრივად,
და პატივისცემით მიუდგეს როგორც საზოგადოებას, ისე თითოეულ ინდივიდუმს.
მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ იპოვის საკუთარ გზას, და მედია სწორად შეაფასებს ჩემი საქმიანობის მნიშვნელობას", — წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" ხელმძღვანელის, ირაკლი აბესაძე წერს, რომ შპს "რიყე დომის" დირექტორი, მიხეილ ტყეშელაშვილი ქართული ოცნების ე.წ. დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესწილების მმართველია.
რა იგეგმება?
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ 6 მაისით დათარიღებულ განკარგულებაში წერია, რომ ადგილზე უძრავი ქონების განვითარება უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2030 წლის 10 მაისისა, რაც მოიცავს სასტუმროს შექმნას, სამშენებლო სადემონტაჟო სამუშაოებს და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას.
დოკუმენტში წერია, რომ საპრივატიზაციო პირობების შესრულების მიზნით ადგილზე არანაკლებ 44 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები