თამთა მელაშვილი: მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო შეურაცხყოფაზე რეაქცია
ფოტო: wordswithoutborders
გამოცემა "ბათუმელები" უკანონო პატიმრობაში მყოფი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" თანაგამომცემლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეზე მწერალ თამთა მელაშვილის მოსაზრებას ავრცელებს.
რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს? თქვენი აზრით, რატომაა მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარი და მისი უკანონო პატიმრობით, რისი მცდელობა აქვს რეჟიმს? — ამ კითხვით მიმართა "ბათუმელებმა" თამთა მელაშვილს.
მისი თქმით, მზია "ამაღლობელის მხრიდან სილის გაწვნა იყო შეურაცხყოფაზე რეაქცია" და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი "დგებუაძემ კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად დააყენა ქართულ კულტურაში კაცობის და კაცურობის განმსაზღვრელი წესები".
"ქართულ კულტურაშიც და ყველა კულტურაშიც, მეტ-ნაკლებად ყველა კონტექსტში, ქალისგან კაცის სილის გაწვნა, მე მგონია, რომ ერთნაირად იკითხება. როგორც წესი, ესაა რეაქცია შეურაცხყოფაზე და იმაზე მიუთითებს, რომ კაცი მორალურ საზღვრებს სერიოზულად გასცდა.
ასე იყო მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც.
მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო შეურაცხყოფაზე რეაქცია და პოლიციელი დგებუაძე და ზოგადად, ივანიშვილის რეჟიმის სამსახურში მყოფი ძალოვნები დიდი ხანია ნამდვილად გასცდნენ ყველანაირ საზღვარს, როცა მოქალაქეებს დევნიან, სცემენ, აშანტაჟებენ, სახლში უვარდებიან, აჯარიმებენ, ცილს სწამებენ და რაღაც ფარსს მართავენ, რომელსაც სასამართლო პროცესი ეწოდება.
გარდა ამისა, ამ საქციელით, მგონია, რომ დგებუაძემ კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად დააყენა ქართულ კულტურაში კაცობის და კაცურობის განმსაზღვრელი წესები. იმიტომ, რომ სილის გაწვნის შემთხვევაში, კულტურულად მიღებული მოლოდინი ჩნდება, რომ კაცი ამას ღირსებით და თვითკონტროლით უპასუხებს, დგებუაძემ კი საპასუხოდ ტანტრუმი დადგა. ის დღესაც აწითლებულ ლოყაზე ლაპარაკობს იმიტომ, რომ ესაა რეჟიმის დავალება. ამ დავალების საფუძველზე ცდილობს რეჟიმი მზიას დასჯას.
ასეთი დავალების შესრულებისას დგებუაძე ნამდვილად არ გრძნობს კომფორტს, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მეტი დისკომფორტი მტირალას, მატყუარას, მონის სახელის დამკვიდრებაა. ამ დაღით იცხოვრებს და ასე შევა ისტორიაშიც.
…ხელოვნება რეალური ცხოვრების სარკეა და მან ნამდვილად შეიძლება მეტი სიმძაფრით დაგვანახოს უსამართლობა. ამ უსამართლობას ვუცქერთ ახლა მზიას და სხვა პატიმრების სასამართლო პროცესებზე.
ამ წუთებში, მეც თქვენს მსგავსად, ვადევნებ თვალს მზიას პროცესს და ბატონ დგებუაძეს ნამდვილად ვეთანხმები იმაში, რომ მან სასაცილოდ და სამასხროდ გაიხადა თავი. ამაში ნამდვილად ვერავინ შეედავება, რადგან ესაა ერთადერთი სიმართლე, რაც მან პროცესზე თქვა.
კი, ნამდვილად გახდა სილის გაწვნისგან მის მიერ "განცდილი ტკივილი" სასაცილო საზოგადოებაში, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის შეთხზული ტკივილი და არაფერს წარმოადგენს იმ ნამდვილ ტკივილთან შედარებით, რასაც უკანონოდ დაპატიმრებულები და მათი ახლობლები განიცდიან.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. ის ისჯება თავისუფალი სიტყვისთვის, სიმამაცისთვის, ღირსებისთვის, სინათლისთვის. შეუძლებელია ტყუილზე, ფარსზე, შიშსა და მომხვეჭელობაზე აგებულმა სისტემამ ეს სინათლე დაამარცხოს", — აცხადებს თამთა მელაშვილი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები