SJC Chiatura Management Company-ის მოუწოდებს, შეწყვიტოს რეორგანიზაცია და უკანონო გათავისუფლებები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ჭიათურის მაღაროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და, მდგომარეობის განმუხტვისთვის, Chiatura Management Company-ისა, შრომის ინსპექციას და "ოცნების" ხელისუფლებას რიგი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს:
"Chiatura Management Company-ის: შეწყვიტოს რეორგანიზაცია და უკანონო გათავისუფლებები;
დაუყოვნებლივ გადაუხადოს მაღაროელებს ხელფასი;
დაიწყოს მოლაპარაკებები ბანკებთან მაღაროელების ვალდებულებების შემსუბუქებაზე;
შრომის ინსპექციას:
შეისწავლოს "ჯორჯიან მანგანეზში" შრომითი უფლებების დარღვევები, მათ შორის ანაზღაურების დაგვიანება და მასობრივი გათავისუფლებები;
ხელისუფლებას:
დაუყოვნებლივ შეხვდეს მაღაროელებს და მოისმინოს მათი მოთხოვნები".
SJC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავზობთ:
"19 მაისს, "ჯორჯიან მანგანეზის" მმართველმა კომპანიამ, Chiatura Management Company-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ჭიათურაში მიმდინარე მასობრივ პროტესტში მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან “საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად” გამოაცხადა. აღნიშნული განცხადება მაღაროელებისთვის მოულოდნელად, იმ დროს გაკეთდა, როდესაც ისინი მოლაპარაკების პროცესში იმყოფებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე სამი თვეა უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების არგადახდას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას, რამაც საგანგაშო სოციალური პრობლემები გამოიწვია მათთვის და მათი ოჯახებისთვის. მიმდინარე წლის აპრილში კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესს ახალი ადმინისტრაცია ჩაუდგა სათავეში, რომლის ქმედებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. საწარმოს რეორგანიზაციის პროცესი შრომითი სამართლის ფუნდამენტური სტანდარტებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს.
მდგომარეობის გამოსწორებისა და საერთო ენის გამონახვის მიზნით, გასულ კვირას მაღაროელებსა და ახალ ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა. მაღაროელებმა ახალი ხელმძღვანელობის წინაშე დააყენეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნები. მოკლევადიან მოთხოვნებს მიეკუთვნება პრობლემები, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, მათ შორის, მაღაროელებისთვის კუთვნილი ხელფასების გადახდა და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქება. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიას თავისი პოზიცია მაღაროელებისთვის 19 მაისს უნდა გაეზიარებინა. ამის ნაცვლად, კომპანიამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად პროტესტში მონაწილე მაღაროელები სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად სამსახურიდან "საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად" გამოაცხადა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს Chiatura Management Company-ს:
შეწყვიტოს რეორგანიზაცია და უკანონო გათავისუფლებები;
დაუყოვნებლივ გადაუხადოს მაღაროელებს ხელფასი;
დაიწყოს მოლაპარაკებები ბანკებთან მაღაროელების ვალდებულებების შემსუბუქებაზე;
შრომის ინსპექციას:
შეისწავლოს "ჯორჯიან მანგანეზში" შრომითი უფლებების დარღვევები, მათ შორის ანაზღაურების დაგვიანება და მასობრივი გათავისუფლებები;
ხელისუფლებას:
დაუყოვნებლივ შეხვდეს მაღაროელებს და მოისმინოს მათი მოთხოვნები", — ნათქვამია SJC-ს განცხადებაში.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები