Bentley Exhibitions — თედო რეხვიაშვილის ფერწერა
ფოტო: თეგეტა
პროექტი Bentley Exhibitions თანამედროვე ქართველი არტისტის თედო რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენით გრძელდება. ეს უკვე მეორე გამოფენაა, რომელსაც აღმაშენებლის #129-ში მდებარე Bentley Centre Tbilisi შოურუმი პროექტის ფარგლებში მასპინძლობს. თედო რეხვიაშვილის ფერწერა, ისევე, როგორც Bentley Exhibitions-ისთვის შერჩეული თითოეული არტისტის შემოქმედება, ბრენდის მიზნებსა და ფილოსოფიას ეხმიანება.
თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში დაგეგმილი მისი პერსონალური გამოფენის კონცეფცია მოგონებებს ეფუძნება. მხატვარი წარმოადგენს 21 ფერწერულ ნამუშევარს, რომელთა საერთო მახასიათებელი ბავშვობის მოგონებები და ასოციაციებია. მხატვარი ამბობს, რომ ნამუშევრების სერია ასახავს პეიზაჟებს, რომლებიც აბსტრაქტული გააზრებით არის შესრულებული და მეხსიერებით აღიდგინა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, მისივე შეფასებით, ბავშვობასთან, მოგონებებთან მიბრუნებაა.
ფოტო: თეგეტა
თედო რეხვიაშვილი, მხატვარი: “სერია, რომელიც გამოფენის ფარგლებში წარვადგინე, ასახავს სამცხე-ჯავახეთის ბუნებას და აცოცხლებს მოგონებებს, რომლებიც ამ კუთხესთან მაკავშირებს. თითოეულ ჩვენგანს აქვს მოგონებები, რომლებიც კონკრეტულ ადგილებთან, ბავშვობასთან ასოცირდება. ამდენად, ეს ნახატები მნახველს სთავაზობს მოგზაურობას წარსულის რეფლექსიებში, მოგონებებში. ამ სერიაზე მუშაობა ჩემთვის ბავშვობასთან მიბრუნება იყო. ეს არ არის ადგილზე დახატული პეიზაჟები, ისინი მეხსიერებითაა აღდგენილი — ნაწილი ზედმიწევნით ზუსტად, ნაწილი ფანტაზიით შევსებული. თუმცა, ფერთა გამით, განწყობით, ვფიქრობ, შეიძლება იცნო, რომ ეს სამცხე-ჯავახეთია. ნამუშევრები აბსტრაქტულია, გარკვეული გეომეტრიული შეგრძნებებია მათში გატარებული. ეს ერთგვარად ეპასუხება ავტომობილების გეომეტრიულობასა და ტექნიკურ ხასიათს. ამაში იკვეთება ნახატების სერიისა და ბენტლის ასოციაციური თანხვედრა“.
ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-სთვის მხოლოდ კულტურული ინიციატივა არ არის – ეს არის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ბრენდს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ღრმად გაიცნოს თავისი მომხმარებლები და მათთან ერთგვარი ემოციური კავშირი დაამყაროს მაღალი მატერიების გაზიარების გზით.
Bentley Exhibitions-ის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებას და საზოგადოებას შესთავაზოს ინტელექტუალური, ესთეტიკური და შთამაგონებელი გამოცდილება, რომელიც ბრენდის ფასეულობებთან თანხვედრაშია.
სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: “Bentley Exhibitions-ის ფარგლებში, ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში დაეთმობა ქართველი ახალგაზრდა არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.
პროექტის ეგიდით ამჟამად უკვე მეორე გამოფენას ვმასპინძლობთ, რომელიც ახალგაზრდა არტისტის თედო რეხვიაშვილის ფერწერულ ნამუშევრებს ეთმობა. ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენს მომხმარებლებს, ვიცით, რომ მათ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ ხელოვნების, თანამედროვე არტისტების მიმართ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მათთვის ძალიან სასიამოვნო შეთავაზებაც გვაქვს. Bentley-ს მომხმარებლებისთვის გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ თედოს ნამუშევრებზე ექსკლუზიური ფასი გავრცელდება“.
თედო რეხვიაშვილის გამოფენა 23 მაისს გაიხსნება და სტუმრებს ყოველდღე 10:00-იდან — 18:00 საათამდე უმასპინძლებს. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 23 ივლისის ჩათვლით ექნება. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება. 2025 წლის ბოლოს, პროექტის შეჯამების სახით, აუქციონი მოეწყობა, სადაც Bentley-ს შოურუმში წლის განმავლობაში გამოფენილი ნამუშევრები გაიყიდება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორი კი Bang & Olufsen; Cityzen.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები