"შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს" — კობახიძე გომელაურზე
"შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს და კვლავ ჩადგება წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში", — ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უთხრა, სადაც უწყების ახალი მინისტრი გელა გელაძე წარადგინა.
მისი თქმით, გომელაურთან "ძალიან მეგობრული ურთიერთობები" აკავშირებდათ და აკავშირებთ.
"ჩვენთვის საწყენი იყო, რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება არა მარტო იმის გამო, რომ ის იყო ძალიან ძლიერი ლიდერი ამ უწყებაში, ძლიერი ხელმძღვანელი, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ყველას მასთან გვაკავშირებდა, უფრო სწორად გვაკავშირებს ძალიან მეგობრული ურთიერთობები. შესაბამისად, ადამიანურადაც იყო საწყენი, პროფესიული თვალსაზრისითაც, თუმცა, ამდენი წლის შემდეგ ჩვენთვის გასაგები იყო მისი ეს გადაწყვეტილება. აქვე შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს და კვლავ ჩადგება წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში და ამისთვისაც მინდა ბატონ ვახტანგს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. მას მინდა ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო მის არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად. ვიტოვებ იმედს, რომ კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ერთად მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მადლობა კიდევ ერთხელ!" — განაცხადა კობახიძემ.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა თავად ვახტანგ გომელაური. მან ირაკლი კობახიძეს, ოცნების გუნდს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს "უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის დაუღალავი შრომისთვის" მადლობა გადაუხადა.
"მოგეხსენებათ, რომ ათი წელი ცოტა არ არის, ურთულესია თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის მიმართულება, მითუმეტეს ბოლო, რა მოვლენებიც განვითარდა უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროსაც და რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროსაც, რაც ბატონმა პრემიერმა ახსენა. ასეთი ბრძოლები რუსთაველზე არ გვქონია, 90-ანი წლების შემდეგ, რაც გვქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ და შევინარჩუნეთ ეს სუვერენიტეტი და სახელმწიფო. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გითხრათ, თქვენს გვერდში ვიქნები ყოველთვის, მე მარტო ვერ გავაკეთებდი თქვენთან ერთად გავაკეთე და თითოეული რიგითიდან დაწყებული დამთავრებული თქვენით, მინდა ყველას მადლობა გითხრათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო", — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მან გელა გელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
"მინდა გელა გელაძეს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო, არ არის უცხო თქვენთვის, არც ჩემთვის და ჩვენი ოჯახის წევრია ასე ვიტყოდი. როცა საჭირო იქნება თქვენს გვერდში ვიქნები ყოველთვის. წარმატებები, ყოველთვის გამიხარდება თქვენი წარმატება", — აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები