"წარმოუდგენელია საერთოდ, რომ ასეთი რაღაცა იკადრო, რომ ეროვნულ დღესასწაულზე ხალხს მიაყენო შეურაცხყოფა" — პაპუაშვილი ვაიმარის სამკუთხედის განცხადებაზე
"დაბადების დღეზე რომ მიხვიდე და აგინო ადამიანს, ეს ღირებულება კი არა, კულტურაში საერთოდ ეწერება რამეში?", — ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 26 მაისს "ვაიმარის სამკუთხედის" მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. სადაც სამი ევროპული ქვეყნის ლიდერი გმობს "საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმებს".
"დაბადების დღეზე რომ მიხვიდე და აგინო ადამიანს, ეს ღირებულება კი არა, კულტურაში საერთოდ ეწერება რამეში? ამიტომ, ეს თუ ევროპული ღირებულებაა, მათი გაგებით, მათეული ევროკავშირული ღირებულებაა, მაშინ ისინი საუკუნეებით უკან ყოფილან ქართულ ღირებულებებზე. წარმოუდგენელია საერთოდ, რომ ასეთი რაღაცა იკადრო, რომ ეროვნულ დღესასწაულზე ხალხს მიაყენო შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ, ეს სამკუთხედი, როდესაც ამბობს ხალხს, გულისხმობს რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველს. იქ ქართული ოცნება, მისი ამომრჩეველი, 1 020 000 ადამიანი წაშლილ ჰყავთ საერთოდ თანამედროვე ისტორიიდან, არ მიგვიჩნევენ ხალხად და მოქალაქეებად.
როდესაც უცხო ქვეყნის, განსაკუთრებით კიდევ ამას როცა აკეთებენ მთავრობის ხელმძღვანელები და ხელისუფლების მეთაურები, რომ თავის თავზე იღებენ სხვა ხალხის სახელით საუბარს, ეს არათუ არადემოკრატიული, საქართველოს ერთ მოქალაქესაც კი არ მიუცია მანდატი გერმანიის კანცლერისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტისა და პოლონეთის პრემიერისთვის, არც ერთ ქართველს არ მიუცია მანდატი, რომ მისი სახელით ისაუბროს და ესენი გვესაუბრებიან ქართველი ხალხის სახელით. ეს დემოკრატია კი არ არის, ეს სხვა რაღაცაა, მე-20 საუკუნის დასაწყისის და მე-19 საუკუნის მიდგომებია და არ ვიცი, 21-ე საუკუნეში რანაირად ხდება, რომ ამის ასე სიმორცხვის გარეშე წარმოჩენა ხდება, ჩემთვის გასაკვირია", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია იმედში (კომენტარს ტაბულა ავრცელებს).
- "დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ, აი, ვის ველაპარაკოთ?" — მდინარაძე ვაიმარის სამკუთხედის განცხადებაზე
- "რაც შეეხება ამ სამმხრივ გაცხადებას, პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს "დიფ სთეითი" — ირაკლი კობახიძე ვაიმარის სამკუთხედზე
- შალვა პაპუაშვილი მაკრონის, მერცის და ტუსკის განცხადებას "ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე სამარცხვინო თავდასხმას" უწოდებს
- ვაიმარის სამკუთხედი: ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები