"ხელოვნური სუნთქვის" მთავარი გმირი წიგნს გამოსცემს — ვინ არის თამარ ერაძე
ტექსტში შეხვდები სპოილერებს სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა".
ფოტო: ფორმულა კრეატივი; გამომცემლობა პალიტრა L
თამარ ერაძის სახელი ქართული სერიალების მოყვარულებისთვის უცხო არ უნდა იყოს — ხელოვნური სუნთქვის მთავარი გმირი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ქალი პერსონაჟია. თამუნას, ჟურნალისტსა და მწერალს, სერიალის პირველივე ეპიზოდიდან ვადევნებდით თვალს და ვხედავდით, როგორ დრამატულად ვითარდებოდა მისი სადებიუტო რომანის, ხელოვნური სუნთქვის, ისტორია.
ჯერ კიდევ მაშინ, სერიალის მეორე სეზონის მიმდინარეობისას, მაყურებელთა ნაწილს სურდა, თამუნას წიგნი რეალობაშიც გამოცემულიყო. ეს ნატვრაც აგვიხდა — სერიალში თამარ ერაძის რიგით მეორე, სინამდვილეში კი სადებიუტო რომანს, თეთრ მაგნოლიას, სულ მალე შევხვდებით.
რა არის თეთრი მაგნოლია
თამუნა (ეკა დემეტრაძე) სერიალში ხელოვნური სუნთქვა
ხანგრძლივი, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ხელოვნური სუნთქვა მაყურებელს 2023 წელს დაუბრუნდა ახალი სეზონით. მესამე სეზონში თამუნას ცხოვრება სულ სხვანაირია: მსახიობ ეკა დემეტრაძის პერსონაჟი ახალ სახლში მელანოსთან ერთად ცხოვრობს, ციხეში მყოფი პარტნიორის, შოთას, გამოსვლას ელოდება და სარისკო თემებზე მუშაობს. მის რუტინას მოულოდნელად აღმოჩენილი სიმპტომები არღვევს, რომლის გამოკვლევაც თამუნას საავადმყოფოში ამოაყოფინებს თავს.
სწორედ საავადმყოფოს პალატაში იწყებს პერსონაჟი ახალ წიგნზე მუშაობას და ნაწერს დროდადრო თავის ოთახის მეზობელს, ნინოს, აკითხებს. თამუნა კლინიკიდან გაწერის შემდეგაც გამალებით აგრძელებს წერას და ჩვენც მეტად გვაინტრიგებს; მით უფრო, რომ მოგვიანებით ნინო თამუნას სახლშიც აკითხავს ახალი თავების გასაცნობად.
სწორედ ეს წიგნია თეთრი მაგნოლია — დეტექტიური რომანი, რომელსაც თამუნა სულ რამდენიმე თვეში ამთავრებს. მესამე სეზონის მიწურულს ტრაგიკულად განვითარებული სცენარის გამო, პერსონაჟი გადაიფიქრებს კიდეც მის გამოცემას და ტექსტს კომპიუტერიდან შლის. თუმცა, მელანოსა და ნინოს დაჟინებული თხოვნით, თავიდან დაწერაზე დაფიქრდება. მით უმეტეს, ხელნაწერი ფურცლებიც შემორჩა და თვალწინ ნინოს შექმნილი ყდის ილუსტრაციაც აქვს...
ვინ არის თამარ ერაძე რეალურად
ცხადია, თამარ ერაძე გამოგონილი პერსონაჟია, რომლის სახელის მიღმაც აღიარებული ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი და სცენარისტი დგას. სინამდვილეში, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, დავით გაბუნია ახალი რომანით გვიბრუნდება.
ხელოვნური სუნთქვის სცენარისტები: ქეთი დევდარიანი და დავით გაბუნია
ფოტო: On.ge
გაბუნია, ქეთი დევდარიანთან ერთად, ხელოვნური სუნთქვის სცენარისტია. სერიალის გამოსვლიდან მალევე, 2017 წელს, მან სადებიუტო რომანი დაშლა გამოსცა, რომელსაც მკითხველების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თეთრ მაგნოლიას კი ავტორი ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონზე მუშაობის პარალელურად, თამუნასთან ერთად წერდა.
რაზე გვიყვება თეთრი მაგნოლია
გამომცემლის ანოტაციის მიხედვით, თეთრი მაგნოლია ფსიქოლოგიური თრილერის, დეტექტივისა და სასიყვარულო რომანის ნაზავია. მოქმედება ვითარდება აფხაზეთის პატარა ქალაქში, რომელსაც ახალგაზრდა ქალის საზარელი მკვლელობა შეძრავს.
"წარსული არასოდეს არ კვდება ჩუმად, ადრე თუ გვიან, ახმაურდება და ადამიანებს გაუგონარი სისასტიკისკენ უბიძგებს", — ვკითხულობთ ანოტაციაში, — "ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და ვინ — ნამდვილი მსხვერპლი?".
ამბავი კი, როგორც ჩანს, ამ წიგნში არ დასრულდება — თამარ ერაძეს ისტორია ტრილოგიად აქვს ჩაფიქრებული.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები