ჰეილი ბიბერმა კოსმეტიკის ბრენდი Rhode 1 მილიარდად გაყიდა
ფოტო: Rhode
ჰეილი ბიბერის კოსმეტიკისა და კანის მოვლის ბრენდი rhode ბიუჯეტური მაკიაჟის გიგანტმა, e.l.f. Beauty-მ ისტორიული შეთანხმების ფარგლებში 1 მილიარდ დოლარად შეიძინა.
ეს e.l.f.-ის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენია და მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის შეთანხმებას, რომლითაც კომპანიამ კანის მოვლის ბრენდი Naturium 355 მილიონ დოლარად იყიდა.
ბრენდი rhode ჰეილი ბიბერმა 2022 წელს დააარსა. კომპანიამ მალევე მოიპოვა თავბრუდამხვევი პოპულარობა — გასული ფინანსური წლის განმავლობაში rhode-მა 212 მილიონი დოლარის წმინდა გაყიდვები დააგროვა. წლის დასაწყისში კი კომპანიამ განაცხადა, რომ მისი პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომი იქნება Sephora-ს ჩრდილოეთ ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოში მდებარე მაღაზიებში, რაც კოსმეტიკური ბრენდებისთვის დიდი წარმატებაა.
ფოტო: rhode
კომპანიის განცხადებით, ბიბერი დარჩება rhode-ის კრეატიული ხელმძღვანელისა და ინოვაციების დირექტორის როლში.
მძლავრი სოციალური მედიის მარკეტინგითა და ჰეილი ბიბერის ციფრული გავლენით როგორც ჯასტინ ბიბერთან ქორწინებამდე, ისე მის შემდეგაც, rhode-ს "ჩართულობის უძლიერესი მოდელი" აქვს — განაცხადა e.l.f.-მა ოთხშაბათს, შენაძენის შესახებ განცხადების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე. ბრენდის თაყვანისმცემლები საათობით დგანან რიგში rhode-ის ღონისძიებებზე დასასწრებად, ხოლო მისი პროდუქცია ონლაინ მაღაზიებში მუდამ სრულად იყიდება.
"ერთ-ერთი რამ, რაც ძალიან მოგვწონს rhode-ში, არის ის, თუ რამდენად მკაფიოდაა ჩამოყალიბებული პროდუქციის ასორტიმენტი — ბრენდი მხოლოდ 10 პროდუქტს გვთავაზობს კანის მოვლის, დეკორატიული კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში," — განაცხადა e.l.f.-ის გენერალურმა დირექტორმა ტარანგ ამინმა იმავე შეხვედრაზე.
ოფიციალური ინფორმაციით, e.l.f. Beauty დათანხმდა გადაიხადოს 600 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის სახით, 200 მილიონი — აქციებით, ხოლო 200 მილიონ დოლარს კომპანია იმის მიხედვით გადაიხდის, თუ რა შედეგს დადებს Rhode მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები