სალომე ზურაბიშვილი

30 May. 2025, 17:35

"ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: "პოლიციელ" დგებუაძეს სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა.

საკუთარ ოჯახის და გვარის სირცხვილის გარდა, თავის უღირს საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, რომლის დღე აღინიშნება ხვალ!

შემთხვევითობად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ მზიას კიდევ ერთი სამარცხვინო სასამართლო სწორედ დღეს ტარდება! დამთხვევა არაა ეს, პირიქით ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. ესე იგი სახელმწიფოებრიობის დაშლის კიდევ ერთი ნაბიჯი!

გომელაურის"წასვლა" ისე, რომ მას საკუთარ უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს თუ რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ "გუნდში" და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება … გარდა ერთისა!

მგონი დროა პოლიციელებმა ფიქრი დაიწყონ საკუთარ ღირსებისა და პროფესიონალიზმის გადარჩენა/შენარჩუნებაზე!

პოლიციის დღეზე, მე პირადად მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ დაიბრუნოთ საზოგადოებისა და ცალკეულ მოქალაქეში ნდობა და სიყვარული, რითაც თქვენი პროფესია გამოირჩევა და ფასობს. მაშინ შეძლებთ ხელახლა ამაყად გაიძახოთ — "ვემსახურები საქართველოს!".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…