"მიმდინარეობს კანონის აღსრულება" — დავით მათიკაშვილი ტელეკომპანიებზე "პირველი" და "ფორმულა"
ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების მიერ ტელეკომპანიების "პირველისა" და "ფორმულას" წინააღმდეგ საჩივრებზე. მისი თქმით, "ისინი [ტელეკომპანია "პირველი" და "ფორმულა"] არიან პროპაგანდისტული, პარტიული რუპორები, რომლებიც აჟღერებენ არა ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების სურვილებს, აზრებს და ა.შ, არამედ მიმართული არიან ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის წახალისებისა და პროპაგანდისკენ.
მისი თქმით, ახლა კანონის აღსრულება მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს კანონის აღსრულება და აღსრულების ეტაპზე ვართ. კანონი ძალაში შევიდა, შესაბამისად, ყველას, ვინც თვლის, რომ ამ კანონის ჭრილში მედია კუთხით კონკრეტული დარღვევა იქნა ჩადენილი, აქვს უფლება, რომ სათანადო უწყებას შესაბამისი საჩივრით მიმართოს. რაც შეეხება კონკრეტულ სიტყვებს, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ამ ქვეყნის ნგრევის სურვილიდან, რომელიც კონკრეტულ მედიასაშუალებებს გააჩნიათ. რეალურად, ესენი მედიასაშუალებები ხომ არ არიან? ისინი არიან პროპაგანდისტული, პარტიული რუპორები, რომლებიც აჟღერებენ არა ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების სურვილებს, აზრებს და ა.შ, არამედ მიმართული არიან ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის წახალისებისა და პროპაგანდისკენ. ასევე, იმ ძალების მხარდაჭერისთვის, რომლებიც სამწუხაროდ, ქვეყნის ფარგლებს გარედან ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად მოქმედებენ.
ამიტომ, ახლა ყველამ კეთილი ინებოს და როცა აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არალეგიტიმურია და რომელიმე პატიმარი პოლიტპატიმარია - ეს ყველაფერი დაადასტურონ. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ძალიან მარტივ მოცემულობას, რომ არსებობს ფაქტები და თუ ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, კეთილი ინებე და დაამტკიცე. თუ ამის საშუალება არ გაგაჩნია, მაშინ გაუწიე აზრი იმას, რასაც იტყვი. ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს კანონი ყველასთვის, მათ შორის მედიისთვის, მეტი პასუხისმგებლობების დამწესებელია იმ ჭრილში, რომ მათ მიერ გაჟღერებული ფრაზები იყოს პასუხისმგებლობით სავსე, დამტკიცებადი და არ იყოს ფარატინა ქაღალდები, რომელიღაცა ექსტრემისტის, მათი პატრონის ტვინში მოაზრებული ქვეყნის ნგრევისთვის გათვალისწინებული მოცემულობა, რომელსაც არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია", — განაცხადა მათიკაშვილმა კომენტარს IPN ავრცელებს).
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები