ირაკლი კობახიძე: "2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალი ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს"
ქართული ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ "2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალი ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს". კობახიძემ ასევე ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და დასძინა, რომ საქართველოში ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია.
"ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. 4 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.8% და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ, არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით და ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარების გაგრძელება. 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და მათი საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე. შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე. მთავარია, რომ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდაა ამისთვის გადამწყვეტი. შესაბამისად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალი ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს. ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპით მიზნები არის შესრულებადი. დანარჩენი არის თავიდან ბოლომდე ჩვენზე დამოკიდებული," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების პრემიერმა მაგალითად საქსტატის კვლევა მოიხმო, რომლის მიხედვით 2024 წელს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 2.4% შემცირდა და შეგვახსენა, რომ "პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, 9.4%".
"რაც შეეხება სიღარიბეს, აქაც გამოქვეყნდა ახალი მონაცემები. "საქსტატმა" გამოაქვეყნა 2024 წლის მაჩვენებელი. 2023 წელს 11.8% იყო სიღარიბის მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2.4 პროცენტული პუნქტით. პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, 9.4%. მინდა შეგახსენით, რომ 2012 წელს, როცა ქართულმა ოცნებამ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. რა თქმა უნდა, წინსვლა არის აშკარა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით. აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 4%-ს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი. ეს არის აბსოლუტურად რეალური. შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია აღმოვფხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში," — განაცხადა კობახიძემ.
ასევე იხილეთ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები