ფუჯის მთაზე ტელეფონის ასაღებად დაბრუნებული სტუდენტი მაშველებმა მეორედ გადაარჩინეს
27 წლის სტუდენტი ოთხ დღეში ორჯერ გადაარჩინეს.
ფოტო: Getty Images
იაპონიაში მცხოვრები 27 წლის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ფუჯის მთაზე ოფიციალური სამთო სეზონის მიღმა, შეუსაბამო ამინდში ავიდა, ოთხი დღის განმავლობაში ორჯერ გადაარჩინეს — მეორედ მაშინ, როცა მობილური ტელეფონის საძებნელად უკან დაბრუნდა.
სტუდენტი პირველად მაშველებმა სამშაბათს იხსნეს, მას შემდეგ, რაც ფუჯინომიას გზაზე ავიდა — ზღვის დონიდან დაახლოებით 3,000 მეტრის სიმაღლეზე.
ის გზიდან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა მას შემდეგ, რაც კრამპონები დაკარგა — ეკლებიანი მოწყობილობა, რომელიც სამთო ფეხსაცმლის ძირს უკავშირდება და უკეთეს მოჭიდებას უზრუნველყოფს ყინულზე ან თოვლზე.
რამდენიმე დღის შემდეგ ის მთაზე დატოვებული ნივთების წამოსაღებად კვლავ დაბრუნდა, სადაც მეორედ გახდა საშველი სიმაღლის დაავადებით გამოწვეული სიმპტომების გამო. ამჟამად სტუდენტის მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხე არ ემუქრება.
მკაცრი ამინდის პირობების გამო, ფუჯის მთაზე ოფიციალურ სეზონს მიღმა ასვლა არ არის რეკომენდებული. ოფიციალური სამთო სეზონი ივლისის დასაწყისში იწყება და სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება.
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ პერიოდში ყველა ბილიკი, რომელიც ფუჯის მწვერვალზე მიდის, დახურულია.
ფოტო: Japan Wireless
მაშველთა მეორედ ჩარევის შემდეგ, შიზუოკას პრეფექტურის პოლიციამ კვლავ მოუწოდა საზოგადოებას, არ სცადონ ფუჯის მთაზე ასვლა სეზონის გარეთ, რადგან ამინდი შესაძლოა მოულოდნელად შეიცვალოს, რაც მაშველებისთვის სამუშაოს ართულებს. ასევე, სამედიცინო პუნქტები ბილიკებზე ამ დროს დახურულია.
სოციალური ქსელ X-ის რამდენიმე მომხმარებელი სტუდენტის ქცევას აკრიტიკებდა და წერდა, რომ მას უნდა დაეფარა ორივე სამაშველო ოპერაციის ხარჯი, რადგან უსაფრთხოების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.
ფუჯის მთა, რომელიც თავისი იდეალური კონუსის ფორმითაა ცნობილი მთელ მსოფლიოში, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ბოლო წლებში ხელისუფლებამ გადატვირთული ტურიზმის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები გადადგა და ბილიკებზე ასვლის გადასახადი გაზარდა.
2023 წელს ფუჯის მთაზე ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში 220,000-ზე მეტი ადამიანი ავიდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები