როდის მოვკლათ ბიზნესი? — თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა
ფოტო: თიბისი
თანამედროვე ბიზნესფორუმებზე, ტედ თოქებსა და პანელურ დისკუსიებზე ხშირად შეხვდებით გმირებს, რომლებიც საკუთარი წარმატებული ბიზნესის გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებენ. თუმცა, ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც იმ რთული გადაწყვეტილების შესახებ ღიად ისაუბრებენ, თუ როგორ მოუწიათ საკუთარი ბიზნესის მოკვლა, იმ საქმის მიტოვება, რაშიც სული და გული, მსუყე ინვესტიცია და ძალისხმევა ჩადეს.
ასეთი გამბედავები განახლებული ფორმატის ხუთშაბათის შეხვედრების მთავარი სპიკერები, ელენე ზამთარაძე (ჰოსტელ შავი პომიდვრის დამფუძნებელი) და გაბრიელ მელივა — ტექ ანტრეპრენერი აღმოჩდნენ.
ელენემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც ქუთაისის ისტორიულ უბანში, ჰოსტელის გახსნის დროს გადააწყდა. თავგადასავლების მოყვარული სოლო ტურისტებისთვის გათვლილი სოციალური სივრცის მართვა დედაქალაქიდან წარმატებული, მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბიზნესი ჯერ კოვიდმა მოკლა, სამწლიანი პაუზის შემდეგ კი გადაწყვეტილება პარტნიორთან ერთად თავად მიიღო.
“იმ ინვესტიციის ამოღებას, რომელიც საქმეში ჩავდეთ, ხანგრძლივი დრო სჭირდება. უნდა გაგვეაზრებინა: გვინდოდა მოცდა და ძირითადი სამსახურის პარალელურად ამ საქმის მართვა თუ — არა. ჩვენ მოკვლის გადაწყვეტილება მივიღეთ“, — აღიარა ელენემ.
ელენესგან განსხვავებით, ბიზნესების მოკვლის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს გაბრიელ მელივას. წარმატებული ბანკირის პირველი საქმე, ჰოთდოგების ბიზნესი აღმოჩნდა, რომელიც სადგურის მოედნისა და მეორადი ტანსაცმლის სიახლოვეს გახსნა. გახსნა და მალევე ინანა. მას შემდეგ, ბევრი სხვა ბიზნესი ააწყო და ძალიან წარმატებულიც, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მოკვლას ეხებოდა, გააზრებული და ნაფიქრი იყო.
სპიკერების გულწრფელობამ აუდიტორიაში სხვებსაც მოანდომა საკუთარი წარუმატებელი ისტორიების აღიარება, ამიტომ მრგვალ მაგიდას დამატებით სამი სკამი დაემატა.
ცოტნე ყალუჩავამ, რომელმაც ველოსიპედზე მოძრავი საყავე ცოტა ხნის წინ დაამუხრუჭა, საკუთარ მაგალითზე ახსნა ის სირთულეები, რაც ბიზნესის მართვის პროცესს ახლავს.
“ჩემს ყავის აპარატს წინა მხრიდან რომ შეხედოთ ისეთ პრიალა ზედაპირს, ლამაზ ბრენდინგს დაინახავთ, მაშინვე გაგიჩნდებათ ყავის დალევის სურვილი, მაგრამ მეორე მხრიდან დაინახავთ ალაგ-ალაგ ამომწვარ ხის დეტალებს. ასეა ბიზნესიც, გარედან მიმზიდველია, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა უამრავი შრომა დევს.თუმცა, დროულად უნდა მიხვდე, რომ ყავა არ გადმოვიდეს და არ გაააფუჭოს ყველაფერი“ — ამბობს ის.
გური სიჭინავამ, რომელმაც ახლახან საკუთარი პრინტინგ ბიზნესი მოკლა ( როგორც ამბობს დროებით) პროცესის ემოციურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქმის შეჩერება, ხანდახან ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იდეას აღარ აქვს ზრდის პოტენციალი და შენი ძალა და რესურსი უმჯობესია სხვა მიმართულებით გამოიყენო.
“ჩემი ლექტორისგან მუდამ მახსოვს ფრაზა, რომ ბიზნესში ორი დიდი და 4 მცირე გასასვლელია,“ — აღნიშნა ტანსაცმლის ბრენდის — რუმორის დამფუძნებელმა მარიამ (მაკუნა) გოგიბედაშვილმა, რომელმაც ბიზნესმოდელი სრულიად შეცვალა და უნიფორმების წარმოებაზე გადავიდა.
მიუხედავად განსხვავებული ისტორიებისა, არც ერთ სპიკერს არ უნანია საქმის წამოწყება. თითოეულმა მათგანმა ამ პროცესით ბევრი რამ ისწავლა და დიდი გამოცდილებაც მიიღო.
თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება. ივნისის თვის სესიის თემატიკა და სპიკერების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები