აქტივისტ ალბი კორძაიას თეა წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქტივისტ ალბი კორძაიას თეა წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
ალბი კორძაიას 11 აპრილს მომხდარ ინციდენტს ედავებიან, როდესაც მან თეა წულუკიანს სახლთან ხმის გამაძლიერებლით "რუსეთის მონას" და "ქვეყნის მოღალატეს" სკანდირებდა. აქტივისტების თეა წულუკიანის სახლთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ოცნების ვიცე-სპიკერმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ანწუხელიძეს "უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის" უწოდა.
პუბლიკას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აქტივისტის ამ ქმედებამ არა მხოლოდ თეა წულუკიანს, არამედ მისი მცირეწლოვანი შვილიც და მეზობლებიც შეწუხდნენ.
"საღამოს საათებში ხდებოდა აღნიშნული მოქმედება, ისეთ დროს, როდესაც ადამიანები ისვენებენ — შაბათს, დასვენების დღეს და აგრეთვე ინფორმაციის სახით გაწოდებთ, რომ ქალბატონი თეა არ ცხოვრობს ამ სახლში მარტო, ის ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და შესაბამისად, თავის მხრივ, შეიძლება ადამიანს პროტესტის გამოხატვა გსურდეს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს სად, რა ფორმით და როგორ გამოხატავ.
ოჯახის წევრებს ნამდვილად არ აქვთ და მათ შორის, არც ქალბატონ თეას, იმგვარი თმენის ვალდებულება, რომ ამგვარი მოქმედება მათთვის ნორმალური ან ჩვეული უნდა იყოს - მინიმუმ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ის, თუ რას საქმიანობს მშობელი, ნამდვილად არ უნდა ეხებოდეს მცირეწლოვან ბავშვს, მის ფსიქიკას. შესაბამისად, აღნიშნული მოქმედება ნამდვილად არ იყო მცირე მნიშვნელობის და აქედან გამომდინარე, ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას," — თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. მაგდა მამუკაშვილს კი 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. სამივე აქტივისტს ქართული ოცნების დეპუტატი, მარიამ ლაშხი შეურაცხყოფისთვის ედავებოდა.
17 მაისს, ქართული ოცნების დეპუტატ მარიამ ლაშხთან აქტივისტები მივიდნენ და "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!", "არა რუსულ რეჟიმს!" და "არა რუსეთის მონებს!" სკანდირებდნენ. ინციდენტის ამსახველი კადრები თათია აფრიამაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები