"კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მყისიერ მშვიდობამდე მიგვიყვანს" — ტრამპი პუტინს ესაუბრა
ფოტო: BBC
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს ოთხშაბათს საღამოს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მიგვიყვანს მყისიერ მშვიდობამდე.
მისივე თქმით, "პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან გადამწყვეტად თქვა, რომ ის აეროდრომებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმას უპასუხებს", — თქვა ტრამპმა.
"ახლახან დავასრულე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბარი. სატელეფონო საუბარი დაახლოებით ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის თვითმფრინავებზე თავდასხმა და ასევე ორივე მხარის მიერ განხორციელებული სხვადასხვა თავდასხმები. ეს იყო კარგი საუბარი, მაგრამ არა ისეთი საუბარი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობამდე მიგვიყვანდა. პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან მკაცრად განაცხადა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმაზე რეაგირება. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ირანზე და იმ ფაქტზე, რომ ირანის მიერ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დრო იწურება. მე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და, მე მჯერა, რომ ამ საკითხზე ჩვენ შევთანხმდით. პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა, რომ მონაწილეობას მიიღებდა ირანთან მოლაპარაკებებში და შესაძლოა, მას შეუძლია დახმარება ამ საკითხის სწრაფად დასრულებაში. ჩემი აზრით, ირანი ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას აფერხებს და ჩვენ ძალიან მოკლე დროში დაგვჭირდება საბოლოო პასუხი!", — წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც Euronews იუწყება, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა „რუსეთ-ამერიკული თანამშრომლობის აღდგენა სხვადასხვა სფეროში“. რუსული საინფორმაციო სააგენტოები უშაკოვის სიტყვებს ციტირებენ.
"პრეზიდენტებმა გაცვალეს მოსაზრებები რუსეთ-ამერიკული თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე სხვადასხვა სფეროში, რომელსაც, ორი პრეზიდენტის თქმით, უზარმაზარი პოტენციალი აქვს", — თქვა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებში „რუსეთის დახმარება შეიძლება საჭირო გახდეს და ის მადლიერი იქნებოდა, თუ რუსეთი შესაბამისად ითანამშრომლებდა ირანულ მხარესთან“.
"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონტაქტებს უკრაინის საკითხზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ასევე სხვა დონეებზე და სხვა არხებით", — თქვა უშაკოვმა.
რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე უკრაინული დრონების თავდასხმის კომენტირებისას უშაკოვმა თქვა: "ეს თემა მართლაც განიხილეს. მე უკვე ვთქვი ის, რაც შემეძლო ამ თემაზე. ტრამპმა კატეგორიულად ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს ამის შესახებ წინასწარ არ აცნობეს უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა".
ოთხშაბათს, პუტინმა მთავრობის მინისტრებთან ბრიფინგი გამართა, სადაც მან უკრაინის ხელისუფლება "ტერორიზმში" დაადანაშაულა და მოლაპარაკებების შეწყვეტით დაემუქრა.
პუტინმა არ ახსენა უკრაინის გაბედული ოპერაცია რუსეთის სამხედრო აეროდრომების წინააღმდეგ, მხოლოდ კურსკისა და ბრიანსკის რეგიონებში ხიდების აფეთქებაზე გაამახვილა ყურადღება.
"ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული აქტია. და ასეთი დანაშაულების ჩადენის გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, უკრაინაში პოლიტიკურ დონეზე იქნა მიღებული", — თქვა მან.
პუტინმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას, როგორც ამას უკრაინა და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ.
"რაზეა საუბარი? როგორ შეიძლება მოლაპარაკება მათთან, ვინც ტერორზეა გადასული?" — თქვა მან.
ორშაბათს, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი წინსვლა არ მომხდარა მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის გზაზე, თუმცა, ორივე მხარე შეთანხმდა პატიმართა გაცვლაზე.
სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინამ მოსკოვის ოფიციალურ პირებს ასევე გადასცა რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებული ასობით უკრაინელი ბავშვის სია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები