ირაკლი რუხაძე "ლიბერთი ბანკის" გაყიდვაზე ჩინურ "ბაზისბანკთან" აქვს მოლაპარაკება
ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის კუთვნილ "ლიბერთი ბანკს" "ბაზისბანკი" ყიდულობს. როგორც რუხაძე მედიასთან საუბრისას აცხადებს, მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და თუ გარიგება შედგა, მიესალმება.
"ველაპარაკებით ბაზის ბანკს, მაგრამ არ დასრულებულა და იმასაც ვერ გეტყვით დასრულდება, ან როდის დასრულდება. უბრალოდ მიდის ლაპარაკი. მთავარი ვინც განიხილება, არის "ბაზისბანკი". რატომღაც ეს პროცესი სხვანაირად წავიდა, შეიძლება სხვა გაჩნდეს, ან საერთოდ უარი ვთქვათ გაყიდვაზე", — აცხადებს ირაკლი რუხაძე "ტვ პირველთან" საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჩინეთის ინტერესი საბანკო სექტორშიც შემოდის თუ არა? რუხაძე პასუხობს, რომ თუ ეს გარიგება შედგა, რაიმე განსაკუთრებული ცვლილებას არ ელოდება "გარდა იმისა, რომ გაჩნდება ძალიან საინტერესო ბანკი, მესამე ბანკი, რომელიც იქნება ორჯერ დიდი, ვიდრე, დღევანდელი მესამე ბანკია". მისივე თქმით, საქართველოში ჩინური ფულის შემოსვლა არ ნიშნავს ქვეყნის [ჩინეთის] შემოსვლას.
"ჩვენ ყველანი ვმონაწილეობთ ქართულ საბანკო სისტემაში და ვთამაშობთ იმ წესებით, რომელიც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ეროვნულმა ბანკმა. ამიტომ ვერ ვხედავ, განსაკუთრებულ ცვლილებას არ ველოდები, გარდა იმისა, რომ გაჩნდება ძალიან საინტერესო ბანკი, მესამე ბანკი, რომელიც იქნება ორჯერ დიდი, ვიდრე, დღევანდელი მესამე ბანკია.
... ბაზის ბანკში 10 წელია ჩინური ფულია და შეგიძლიათ დამისახელოთ რა მოჰყვა მას? თუ მოჰყვება მხოლოდ კარგი. მხოლოდ მივესალმები, რომ რაც შეიძლება მეტი ფული შემოვიდეს. ჩინური ფულის შემოსვლა არ ნიშნავს ქვეყნის [ჩინეთის] შემოსვლას", — განაცხადა რუხაძემ.
BM.GE-ს ცნობით, "ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5.45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3.9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
რაც შეეხება "ბაზისბანკს", ბანკი ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაშია. ის აქტივების ზომით, ანუ 4 მილიარდი ლარით საქართველოს რიგით მეოთხე ბანკია, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარია. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
შედეგად, გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა იქნება 9 მილიარდი ლარი, ხოლო საკრედიტო პორტფელი კი თითქმის — 7 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლით, ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-ს დაიკავებს, — წერს bm.ge.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯო უილსონმა გამოაქვეყნა სია, თუ ვის შეეხება სანქციები MEGOBARI აქტის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში. ამ სიაშია ირაკლი რუხაძე. ის ასევე სანქცირებულია უკრაინის და ბალტიის ქვეყნების მიერ.
ამას გარდა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში "ტვ იმედის" წინააღმდეგ გამოძიების დაწყება განიხილება. ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ბლერ მაკდუგალმა დააყენა საკითხი, რომ ბრიტანეთის ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ (NCA) დაიწყოს კომპანია Hunnewell Partners-ის იმ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოძიება, რაც საქართველოში პრორუსულ პროპაგანდასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებასთანაა დაკავშირებული.
ბლერ მაკდუგალის თქმით, საქართველოში "მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა ხდება", ტელეკომპანია იმედი კი, "ამ სასტიკი მთავრობის მთავარი პროპაგანდის იარაღია და მუშაობს და იმართება დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით".
ამას გარდა, რადიო თავისუფლებამ 2025 წლის 9 იანვარს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, კერძოდ — აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გაუგზავნეს წერილი, სადაც მოცემულია 25 პირისგან შემდგარი სია, რომელთა დასანქცირებასაც კონგრესმენები მოითხოვდნენ და ამ ადამიანებს შორისაა იმედის მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე) ირაკლი რუხაძე.
მეტი ირაკლი რუხაძის შესახებ:
- ირაკლი რუხაძე: "ჩემი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან"
- კორუფციული სქემა, ირაკლი რუხაძის კომპანია და კავშირები რომან აბრამოვიჩთან — Byline Times-ის ჟურნალისტური გამოძიება
- რისთვის დააკისრა ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს $170 მილიონის გადახდა?
- ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ "რადიო თავისუფლების" საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივებისა და ბრენდის შესყიდვა სურს
- ირაკლი რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოში დავა წააგო, მას $170 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა
- ნიდერლანდების პარლამენტში "ტვ იმედის" მშობელი კომპანიის საქმიანობას განიხილავენ — სადეპუტატო კითხვები 13 მარტს დარეგისტრირდა
- სანქციები ივანიშვილის ოჯახს, ვასილ მაღლაფერიძეს, თინათინ ბერძენიშვილს, ირაკლი რუხაძეს — რა წერია ევროკავშირის რეზოლუციის პროექტში?
- ბოროტების მანქანის რგოლი: ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომლები "ქართული ოცნების" პიარ-მანქანის მუშაობაზე
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები