ABBA-ის წევრი ახალ მიუზიკლს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წერს
ფოტო: BBC
პოპჯგუფ ABBA-ის ერთ-ერთი წევრი, შვედი მუსიკოსი ბიორნ ულვეუსი, ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით მიუზიკლს წერს. უახლეს ინტერვიუში კომპოზიტორი AI-ტექნოლოგიის შემოქმედებით პოტენციალზე საუბრობს და მას "შესანიშნავ ხელსაწყოს" უწოდებს. ულვეუსი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი სიმღერის დასაწერად მაინცდამაინც გამოსადეგი არაა, განსაკუთრებით ცუდად კი ტექსტს წერს, თუმცა, შემოქმედებით ჩიხში შესვლისას, სასარგებლო ინსტრუმენტად იქცევა.
"როცა 'იჭედები', შეგიძლია გაუგზავნო ტექსტი, რომელიც უკვე დაწერილი გაქვს და გინდა, კონკრეტულ სტილს მოარგო", — ჰყვება ულვეუსი, — "შეგიძლია ჰკითხო, თუ როგორ განავრცობს, როგორ გააგრძელებს. როგორც წესი, უვარგის რაღაცას გთავაზობს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ აქედან ახალი იდეაც შეიძლება დაგებადოს".
შემოქმედებით პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, მუსიკალურ ინდუსტრიაშიც. რამდენიმე თვის წინ ხელოვანებმა ბრიტანეთსა და აშშ-ში ხელისუფლებებს ღია წერილებით მიმართეს და AI კომპანიებისგან თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვეს.
აი, ულვეუსი კი ხელოვნურ ინტელექტში კონკურენტზე მეტად თანამშრომელს ხედავს.
"შესანიშნავი ხელსაწყოა", — ამბობს მუსიკოსი, — "თითქოს, სტუდიაში სხვა კომპოზიტორიცაა, რომელსაც რჩევისთვის შეგიძლია მიაკითხო. ის შენს გონებას აფართოებს და ისეთ რაღაცებს წარმოგიდგენს, რომლებზეც ვერც კი იფიქრებდი".
ულვეუსი, რომელიც ბენი ანდერსონთან ერთად ABBA-ის სიმღერებს წერდა, დიდი ხანია, ტექნოლოგიებითაა გატაცებული. მუსიკოსი ამბობს კიდეც, ყოველთვის გვინდოდა, უახლესი რაღაცები გამოგვეცადაო. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბენი და ბიორნი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც სტუდიაში მინიმუგის სინთეზატორი და ციფრული ხმისჩამწერი მანქანები გამოიყენა.
80 წლის ულვეუსი კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალ მუსიკაზე მუშაობას და ამის მოტივაციად "ცნობისმოყვარეობას" და სიახლეების გამოცდის სურვილს ასახელებს. კომპოზიტორი ამატებს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოჩენაც მის კარიერაში, უბრალოდ, ახალი საფეხურია.
ფოტო: Analytics Insight
ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით ინდუსტრიასთან დაკავშირებამ ცხარე კამათი გამოიწვია. მაგალითად, წინა წლის დასაწყისში იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბერლინელმა ფოტოგრაფმა ბორის ელდაგსენმა 2023 წელს Sony-ის ფოტოკონკურსში ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათით გაიმარჯვა, მაგრამ პრიზზე უარი თქვა. ელდაგსენის თქმით, ამ ქმედებით მას საკითხზე დისკუსიის გამოწვევა სურდა.
- კომპანია Lionsgate კინოწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას იწყებს
- ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი AI-ის გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით შეშფოთებულები არიან ცნობილი მწერლებიც. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, 2023 წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ.
მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები