მაკა ბოჭორიშვილი

6 Jun. 2025, 10:40

მაკა ბოჭორიშვილი: "საელჩოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმიანობას ბოლო პერიოდში. არ ვიცი ეს, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესებაში საელჩოს ასეთ შემადგენლობას თუ ასეთ საელჩოს, მოდით ასე ვიტყვი, შეეტანა გარკვეული წვლილი.

მე არ ვიცი რა არის მიზეზები, ჩვენ ვიცით მიზეზი ის, რაც გაცხადდა ელჩის მიერ, რომ ის ტოვებს დიპლომატიურ სამსახურს. ფაქტი არის ასეთი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები, ყოველგვარი წარსული, ასე ვთქვათ, რაღაც მოყოლილი ამბების გარეშე.

რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, თუ კი სურვილი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის, პოზიტიურ კონტექსტში, საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის, რაზედაც არაერთხელ ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ისაუბრა ღია წერილშიც, რა თქმა უნდა, ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობები"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…