საქართველოს ბანკსა და TelAgri-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განაგრძობს აგრო სექტორის ხელშეწყობას და ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკსა და აგროტექნოლოგიურ პლატფორმა TelAgri-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. TelAgri ფერმერებსა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ემსახურება. ხოლო თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს აგრო სექტორის განვითარებას ინდუსტრიული კვლევების, ერთობლივი სერვისებისა და პროდუქტების შემუშავების გზით.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ მიმართულებებზე:
- ინდუსტრიული კვლევები და ანალიზი: წლიური/კვარტალური შეჯამება და პროგნოზირება, ბაზრისა და ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, საერთაშორისო ბაზრებისა და მოხმარების ანალიზი, აგრონომიული, აგროტექნიკური და სხვა რელევანტური მიმართულებების ანალიზი და სხვა.
- მრავალწლოვანი კულტურების პორტფელის გაჯანსაღება: მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, მეწარმეებისთვის სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება სპეციალური პირობებით, კალკულაციებისა და პროგნოზების ერთობლივად შემუშავება, პროექტების ანალიზი, სავეგეტაციო და აგროტექნიკური ფაზების იდენტიფიკაცია და სახელმძღვანელოების შემუშავება, პროექტების მონიტორინგი და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა.
- საჯარო თანამშრომლობა: ერთობლივი ინდუსტრიული აქტივობების განხორციელება (შეხვედრები, საველე ვიზიტები, ტრეინინგები და სხვა).
"საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა მრავალი წელია, პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ TelAgri-სთან თანამშრომლობას ვიწყებთ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგრო სექტორის განვითარებაში და რისკების შემცირებაში. ამასთან, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ თანამშრომლობით, ჩვენ გავაძლიერებთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურას და გრძელვადიან პერსპექტივაში, თითოეული ფერმერისთვის ახალ შესაძლებლობებს შევქმნით“, — აცხადებს ნინო აფციაური, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
“ტელაგრში გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა აგრობიზნესს უფრო ეფექტურსა და მომგებიანს ხდის — როგორც ფერმერებისთვის, ისე ფინანსური ინსტიტუტებისთვის. სწორედ ამ რწმენით შევქმენით პლატფორმა, რომელიც ბაღებიდან მიღებულ ინფორმაციას ციფრულ მონაცემებად გარდაქმნის.
ჩვენი პლატფორმა ფერმერებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში მიიღონ სანდო ინფორმაცია საკუთარი მეურნეობის მდგომარეობის შესახებ, ხოლო ბანკებს — მიიღონ გააზრებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
გვწამს, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგროსექტორის სტანდარტების განვითარებასა და გაუმჯობესებას - რეგიონის, კულტურისა და ჯიშის სპეციფიკის გათვალისწინებით. შედეგად, ფერმერები და ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ მოლოდინების უფრო ეფექტიან მართვასა და აგრობიზნესების მომგებიანობის ზრდას“, — აცხადებს ირაკლი ჩიქავა, ტელაგრის თანადამფუძნებელი და CEO.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები