როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხულში?
ფოტო: სმარტფარმი
ზაფხულის დადგომას ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება, რადგან მზესთან, მოგზაურობასა და დასვენებასთან ასოცირდება. თუმცა, ამ სეზონს გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან… მაგალითად, მზიანი ამინდი და სიცხე ორგანიზმზე პირდაპირ მოქმედებს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სახიფათო პრობლემა, რომელიც ამ დროს იჩენს თავს, არის დეჰიდრატაცია — მდგომარეობა, როცა ორგანიზმის მიერ დახარჯული სითხე მიღებულზე მეტია.
დეჰიდრატაცია შეიძლება იყოს მსუბუქი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, მოხუცებსა და სპორტულად აქტიურ ადამიანებში, ის სერიოზულ გართულებებს იწვევს: მათ შორისაა გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა, გულისრევა, დაბალი წნევა, შარდის გამოყოფის შემცირება, ძლიერი სისუსტე და ა. შ.
მიზეზები საკმაოდ მარტივია: მაღალი ტემპერატურა, მზის პირდაპირი ზემოქმედება, სხეულის მომატებული ოფლიანობა და სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება.
როგორ ამოვიცნოთ დეჰიდრატაცია?
მაგალითად, პირველადი ნიშნები შეიძლება იყოს პირის სიმშრალე, მომატებული წყურვილი, დაღლილობა და კანის ელასტიკურობის კლება. ასევე, შარდი მუქი ფერის ხდება.
იმავდროულად, ბავშვებში შეიძლება შეინიშნებოდეს ცრემლების არარსებობა ტირილის დროს, პირსახის სიფერმკრთალე ან შფოთვა. ხანგრძლივი დეჰიდრატაცია უკვე აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, თირკმელებსა და გულსისხლძარღვთა სისტემას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების დროული ამოცნობა და შესაბამისი რეაგირება.
როგორ დავიცვათ თავი დეჰიდრატაციისგან?
უპირველესი და მარტივი რეკომენდაციაა — დალიეთ მეტი წყალი. თუმცა მხოლოდ წყალი არ არის საკმარისი, როცა უკვე გამოხატული სიმპტომები გაწუხებთ ან სხეული ინტენსიურად კარგავს ელექტროლიტებს ოფლის მეშვეობით. სწორედ ამ დროს გჭირდებათ სმარტ ელექტროლიტი — ინოვაციური ხსნარი, რომელიც სწრაფად აღადგენს ორგანიზმში დაკარგულ მინერალებსა და სითხეს.
სმარტ ელექტროლიტი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია SmarPharm-ის მიერ, არ არის მხოლოდ წყლის ჩანაცვლების საშუალება. ის დაბალანსებული ფორმულაა, რომელიც შეიცავს აუცილებელ ელემენტებს: ნატრიუმს, კალიუმს, ქლორსა და მაგნიუმს — ნივთიერებებს, რომლებიც დეჰიდრატაციის დროს ყველაზე მეტად იკარგება. ეს კომპლექსი განსაკუთრებით ეფექტიანია ზაფხულში, სპორტული დატვირთვის შემდეგ და დიარეის დროსაც კი.
ზაფხულში სასურველია, ღია ფერის, მსუბუქი და ფერმკრთალი ტანსაცმლის ტარება, რომელიც მზის სხივებს არ იზიდავს და ოფლიც ნაკლებად გამოიყოფა. ასევე, დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, დაახლოებით 12-დან — 4 საათამდე, სჯობს პირდაპირ მზეს მოერიდოთ, დარჩეთ ჩრდილში ან კონდიცირებულ სივრცეში და არ განახორციელოთ ფიზიკურად ინტენსიური საქმიანობა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმელების ნაკლებად მიღება, რადგან ისინი ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას უწყობს ხელს. სანაცვლოდ, რაციონი ხილითა და ბოსტნეულით უნდა გაამდიდროთ, რადგან ისინი ბუნებრივად შეიცავს წყალს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები