ოქროს თაღები ერისთავზე — მაკდონალდსის 27-ე ახალი რესტორანი დიდუბეში
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
თბილისის რუკაზე კიდევ ერთი განათებული M გამოჩნდა — მაკდონალდსის ახალი 27-ე რესტორანი საქართველოში და რიგით მე-20 დედაქალაქში, რომელიც დიდუბეში, თორნიკე ერისთავის 25 ნომერშიც გვიმასპინძლებს.
დიდუბის მეტროდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული რეკრეაციული ზონის სიახლოვეს, კიკვიძის ბაღთან, უკვე კარგად ნაცნობი ოქროს თაღები იშლება, სადაც ყველასთვის არის ადგილი. დიდუბის აჩქარებულ რითმს, მაკდონალდსის ახალი რესტორანი თანამედროვე სერვისებით, გამორჩეული მახასიათებლებითა და ტრადიციული ღიმილით პასუხობს.
მაკდონალდსში ყველაფერი იწყება ღიმილით, თბილი დახვედრითა და მაღალი სტანდარტის მომსახურებით, რაც ამერიკული ბრენდის, მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრებულ ხარისხს გულისხმობს.
თბილისში, რიგით მე-20 რესტორანში ერთიანდება თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციები და მომხმარებელზე ორიენტირებული კომფორტი. 210 სტუმარზე გათვლილი სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ყველა ასაკის სტუმარმა, თავი კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნოს.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
კომფორტთან ერთად, მნიშვნელოვანია, დროის მართვა და მისი სწორი გამოყენება, მაკდონალდსის ახალ რესტორანში ამაზეც იზრუნეს. დროისა და მომხმარებლის მოთხოვნის საპასუხოდ, სტუმრებს დახვდებათ განახლებული IT ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს სტაბილურ და სწრაფ Wi-Fi-ს, გამარტივებულ შეკვეთის პროცესს, რომელიც ქმნის პერსონალიზებულ გამოცდილებას მომხმარებლისთვის — იქნება ეს აპლიკაციის მეშვეობით გაკეთებული წინასწარი შეკვეთა, თუ ციფრული ეკრანიდან მარტივად შერჩეული მენიუ.
და როცა ტექნოლოგიებსა და მომსახურების მაღალ ხარისხს ვახსენებთ, იქვე ვგულისხმობთ, მაკდონალდსის თანამშრომელ ქეთოს, რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვს იმისა, თუ როგორ გაახალისოს მომხმარებელი თავისი საუბრით და როგორ ასიამოვნოს, შეკვეთის მაგიდასთან მიტანით. ერისთავის მაკდონალდსში, სტუმრებს ქეთოც დახვდებათ.
“მაკდონალდსის ყველა ახალი რესტორანი გარემოსთან სრულად ინტეგრირებულია, ჩვენთვის მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა მნიშვნელოვანი არ არის, მაკდონალდსის მთავარი ფილოსოფიაა, მომხმარებლის კომფორტი და მათ მოთხოვნებზე მორგებული გარემო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი მაკდონალდსი ყოფილიყო კიკვიძის ბაღთან ახლოს, ეს ხომ ოჯახების თავშეყრის ადგილია, ამიტომ ვიფიქრეთ, ახალი რესტორნის და კიდევ ერთი ოქროს თაღების ერისთავის ქუჩაზე გამოჩენა, გაახარებდა ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა, მაკდონალდსის სტუმრებისთვის კომფორტის შექმნას ვცდილობთ ჩვენი მწვანე ინიციატივებითა და ტექნოლოგიური განვითარებით. მრავალი წელია, მწვანე მიმართულებით ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ, რასაც ახალი რესტორნების დამატებით, კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ. სწორედ ამის მაგალითია, ერისთავის ახალი რესტორანიც. მისი ინტერიერი და დიზაინი განსხვავებული და პრემიალურია, ხოლო რესტორნის გარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა და დეკორატიული დანიშნულების გარდა, ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და გარემოს ტენიანობის ბალანსს ინარჩუნებს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ წარმატების უკან 20-მდე პარტნიორი კომპანია დგას. მათთან ერთად იქმნება ახალი, თანამედროვე, ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ოჯახური თავშეყრის ადგილები მაკდონალდსის ერთგული მომხმარებლებისთვის.” — ამბობს ელენე ბაღათურია, მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
მაკდონალდსი საქართველოში უკვე 26 წელია ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ავითარებს სერვისებსა და ტექნოლოგიებს. ბრენდი ყოველთვის მოწინავეა ინოვაციების დანერგვისას და ქმნის გამოცდილებას, რომელიც ერგება თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს, სწორედ ამის პასუხია, მობილური შეკვეთისა და გადახდის ფუნქცია, რომლებიც მომხმარებელს შეუძლია მაკდონალდსის მობილური აპლიკაციიდან განახორციელოს.
და კიდევ, მაგიდაზე განთავსებული ნომრის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მაგიდის დატოვებისა და თვითმომსახურების ჯიხურებთან რიგში დგომის გარეშე განათავსოს შეკვეთა, იმავდროულად, ისარგებლოს მაგიდაზე განთავსებული უკონტაქტო სმარტფონის დასამუხტი სადგურებით.
მათ, ვისაც მაკდონალდსში შესეირნება დილის საათებში უყვარს, ახალ რესტორანში McCafe-ს ზონას უნდა ესტუმროს, სადაც რამდენიმე წამში, სურნელოვანი ყავის მარცვლები დაიფქვება და ბარისტა McCafe-ს არომატულ ყავას ადგილზე დაგიმზადებთ, იქვეა დესერტები, მათი წყალობით დილა კიდევ უფრო გემრიელ და სურნელოვანი ხდება.
მაკდონალდსი ცდილობს შექმნას გამორჩეული გამოცდილება მომხმარებლებისთვის, რაც მოიცავს, როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ ასპექტებს. აქ მომხმარებელს ტერასა, სარეკრეაციო ზონა, შშმ პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, პარკინგი და ბავშვთა გასართობი ფლეილენდი დახვდება. ამასთან, სტუმრებს 24 საათის განმავლობაში უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი მაკდრაივი მოემსახურება, ეფექტური და კომუნიკაციის გაუმჯობესებული სისტემით.
რესტორნის სტუმრებმა იციან, რომ გარემოზე ზრუნვა მაკდონალდს საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს, გადადგას მცირე და დიდი ნაბიჯები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეკომეგობრული იყოს. ერისთავზე არსებული რესტორნის გარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა და დეკორატიული დანიშნულების გარდა, ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და გარემოს ტენიანობის ბალანსს ინარჩუნებს.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
ერისთავის 25 ნომერში არსებულ რესტორანში ამ დროისთვის 76 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, მალე კიდევ მრავალი თანამშრომელი დაემატება. მაკდონალდს საქართველო ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც დღეის მდგომარეობით, 2400-მდე ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან — დღემდე, მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ახალი რესტორნის ინვესტიცია 15 მლნ ლარს შეადგენს. ამ პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რამდენიმე კომპანიამ, მათ შორისაა: ოსტატი, იმპოსტი მეპ, პროჯექტ გრუპი, ადვანტა კონსალტინგი, იო ვერდე, მაგნოლია, ტსს პროექტი და სხვ. მაკდონალდს საქართველოს, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 205 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი თანხა კი 240 მილიონ ლარს აღწევს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები