თეა ძოწენიძე: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სკოლამდელი განათლების სამმართველო გაუქმდა
თეა ძოწენიძის ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად სკოლამდელი განათლების სამმართველო გაუქმდა და სამინისტრომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
მისი თქმით, სამინისტრომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა იმის გამო, რომ იყო "იმ პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც ემსახურებოდა განათლების სისტემის მოხელეთა ერთგულების გამოხატვას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი, რომელსაც 1000-ზე მეტმა მოხელემ მოაწერა ხელი".
"2017 წლიდან ვიყავი სამინისტროს თანამშრომელი ჯერ ზოგადი, შემდეგ სკოლამდელი განათლების მიმართულებით. ამ წლების განმავლობაში მქონდა პატივი მემუშავა ბევრ ღირსეულ საჯარო მოხელესთან თუ სფეროს ექსპერტთან.
ვამაყობ ყველა განხორციელებული პროექტით თუ შექმნილი რესურსით, რომელიც ემსახურებოდა მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად, პოზიტიურ მშობლობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის.
ვამაყობ იმ სამუშაოთი, რომელიც ჩავატარეთ ჩვენი ქვეყნის კონტექსტზე მორგებული სკოლამდელი განათლების სისტემის დივერსიფიკაციისთვის. ბოლო ჩემი სამუშაო მთლიანად ეძღვნებოდა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელების დაშვებისთვის, რათა მუნიციპალიტეტებს ჰქონოდათ საშუალება ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, სხვადასხვა მოქნილი ფორმით მიეწოდებინათ სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის, რომ არც ერთი არ დარჩენილიყო განათლების მიღმა.
მთელი გულით მიყვარდა ჩემი საქმე, მჯეროდა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევდით იმას, რომ საქართველოში ბავშვებს ადრეული ასაკიდან ექნებოდათ ხარისხიანი განათლების მიღების და შესაბამისად, თანაბარი სტარტის შესაძლებლობა, მჯეროდა, რომ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით შემცირდებოდა სოციალური უთანასწორობა, მჯეროდა, რომ ბავშვზე ცენტრირებული მიდგომა გავრცელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მივაღწევდით ბავშვის უფლებების პატივისცემას ადგილობრივ თემებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირსეული და ბედნიერი ბავშვობისთვის.
მადლიერი ვარ, რომ სამინისტროში მუშაობის დროს, მომეცა შესაძლებლობა ბევრი სამუშაო ვიზიტი განმეხორციელებინა რეგიონებში. ამ გამოცდილებამ დამანახა, თუ რამდენად განსხვავებული და თვითმყოფადია თითოეული რეგიონი, მუნიციპალიტეტი, სოფელი თუ ქალაქი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ დაუშვებელია განათლების მიწოდება ყველასთვის საერთო უნიფიცირებული მიდგომით. დავინახე, რომ ხარისხიანი განათლებისთვის მეტი თავისუფლების ხელშეწყობაა აუცილებელი ადგილობრივი თემებისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
სამინისტრომ ჩემთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა იმის გამო, რომ ვიყავი იმ პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც ემსახურებოდა განათლების სისტემის მოხელეთა ერთგულების გამოხატვას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი, რომელსაც 1000-ზე მეტმა მოხელემ მოაწერა ხელი.
ვრჩები თითოეული ჩემი სიტყვის თუ ქმედების ერთგული და საქართველოში თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების და თანასწორობის იდეის ერთგული", — წერს თეა ძოწენიძე.
უწყებას ოფიციალური ინფორმაცია სკოლამდელი განათლების სამმართველოს გაუქმების შესახებ ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები