ლევან სანიკიძე

9 Jun. 2025, 12:44

"თინა ჩემი უახლოესი მეგობარია.

გუშინ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჰქონდა. ღმერთმა ყველა დედა, მეუღლე აშოროს იმისგან, რაშიც ის გაატარეს.

თინამ შეძლო და გადალახა ყველა შიში, წინააღმდეგობა, როგორც ქალმა, დედამ, მეუღლემ და პოლიტიკოსმა.

კი, თინას არ პატიობენ პრინციპულობას, აქტიურობას, ერთგულებას, ამიტომ ამოიღო ბიძინამ სამიზნედ, ამოიღო ყველაზე არაადამიანური ფორმით და ოჯახს შეეხო.

ფეხებს ვერ მოჭამთ, არ იცნობთ თქვენ თინას. გაუტეხელი, ჯიუტი ქალია, რომელსაც ოჯახზე თუ შეეხები ყველაფრის უკან მოტოვება შეუძლია.

ვერ შეაშინებთ, თქვენც მოგიტოვებთ ქოცებო!

დღეს საჯაროდ ნახეთ ზუსტად ის თინა, რომლითაც მე ასე ვამაყობ.

პ.ს. ამიტომ უნდა მოიცადო კაცმა, სანამ ღლიცინს, დაცინვას, შეურაცხყოფას მიაყენებ იმ ადამიანს, რომელსაც უზარმაზარი პერსონალური რეპუტაციული დარტყმის სანაცვლოდ მოუწია საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა. დიდი იმედი მაქვს, რომ შეგრცხვათ!"

ენმ-ს ლიდერმა, თინათინ ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. ბოკუჩავას თქმით, იოსელიანზე 8 საათის განმავლობაში ძალადობდნენ და მას ემუქრებოდნენ შვილების უსაფრთხოების ხელყოფით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…