ისრაელმა დააკავა გემი "მადლინი", რომელსაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა
ფოტო: CNN
ისრაელმა დააკავა ღაზის სექტორისაკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გემი, რომელზეც გრეტა თუნბერგი და სხვა ცნობილი აქტივისტები იმყოფებოდნენ. დაკავებული მგზავრები ისრაელში გადაიყვანეს.
"თავისუფლების ფლოტილიის კოალიციამ" (FFC) განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ძალები "თავს დაესხნენ" და "საიდუმლოდ მოიპოვეს კონტროლი" გემზე სახელად "მადლინი", რომელიც ცდილობდა სიმბოლური ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა ღაზასთვის, სადაც ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომმა, რომელიც უკვე 600-ზე მეტი დღეა გრძელდება, და ისრაელის მიერ დაწესებულმა 11-კვირიანმა სრულმა ბლოკადამ ღაზას 2.1 მილიონამდე მცხოვრები კიდევ უფრო ღრმა შიმშილის კრიზისში ჩაძირა.
"მადლინის" ეკიპაჟი
ფოტო: Al Jazeera
"მადლინის" მგზავრებს შორის იყვნენ ეკოლოგიური აქტივისტი გრეტა თუნბერგი და რიმა ჰასანი — საფრანგეთის ევროპარლამენტის წევრი.
"გემი უსაფრთხოდ მიემართება ისრაელის სანაპიროსკენ. მგზავრები თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან," — ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა X-ზე დღეს გამოქვეყნდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანან "მადლინის" ეკიპაჟის წევრები, რომლებიც გვერდიგვერდ სხედან ნარინჯისფერ სამაშველო ჟილეტებში. სამხედრო მოსამსახურე მათ წყალსა და შეფუთულ სენდვიჩებს აწვდის.
FFC-მ მანამდე განაცხადა, რომ გემი "შეიარაღებული თავდასხმის ქვეშ მოექცა საერთაშორისო წყლებში," – ამის შესახებ მათ Telegram-ზე დაწერეს.
"ისრაელის ძალებმა გემს ალყა შემოარტყეს, ასხურებენ თეთრ, საღებავის მაგვარ ნივთიერებას. კომუნიკაცია გაწყვეტილია და რადიოში უცნაური, შემაშფოთებელი ხმებია," — ნათქვამია FFC-ის განცხადებაში. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გადასცემს საზღვაო ძალების თანამშრომელი რადიომესიჯს გემს, რომელშიც აცხადებს, რომ "ღაზას სანაპიროსთან საზღვაო ზონა დახურულია."
ვიდეოში, რომელიც გემიდან პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა, აქტივისტმა იასმინ აკარმა აჩვენა გემბანზე დასხმული თეთრი სითხე და თქვა, რომ ის ისრაელის ძალებმა დაასხეს. მოგვიანებით ის ამბობს, რომ სითხემ თვალი აუწვა.
მას შემდეგ, რაც გემთან კავშირი დაიკარგა, FFC-მ დაიწყო წინასწარ ჩაწერილი ვიდეომესიჯების გამოქვეყნება თუნბერგისა და ეკიპაჟის სხვა წევრებისგან. "თუ ამ ვიდეოს უყურებთ, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო წყლებში ისრაელის საოკუპაციო ძალებმა — ან მათმა მხარდამჭერებმა — გაგვიტაცეს," — თქვა თუნბერგმა ვიდეოში.
FFC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა "სრული დაუსჯელობით" იმოქმედა და რომ გემზე არსებული ჰუმანიტარული ტვირთი — რაც შეიცავდა ბავშვთა ფორმულას, საკვებსა და სამედიცინო საშუალებებს — მათ ჩამოართვეს. ისრაელის განცხადებით, ეს დახმარება ღაზაში ჰუმანიტარული არხებით გაიგზავნება.
"ისრაელს არ აქვს არანაირი სამართლებრივი უფლება "მადლენის" საერთაშორისო მოხალისეების დასაკავებლად," — განაცხადა ჰუაიდა არაფმა, ადამიანის უფლებათა ადვოკატმა და "თავისუფლების ფლოტილიის" ორგანიზატორმა — "ეს გატაცება აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და უგულებელყოფს საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) სავალდებულო გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოითხოვს ჰუმანიტარული წვდომის შეუფერხებელ უზრუნველყოფას ღაზისთვის."
ისრაელი არაერთხელ აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა გემს ღაზაში ჩასვლას და მას "სელფის იახტად" მოიხსენიებდა, რომელსაც "ცნობილი სახეები" გადაჰყავდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები