ჩეჩნების მიერ გატაცებულ სომეხ ბლოგერს ექსტრემიზმში ადანაშაულებენ
ფოტო: არეგ შჩეპიხინი. წყარო: სოციალური მედია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა ბლოგერ და ბიზნესმენ არეგ შჩეპიხინთან დაკავშირებით, რომელიც 3 ივნისს მოსკოვის იაროსლავსკის მატარებლის სადგურზე გაიტაცეს. ერთი საქმე თავად შჩეპიხინს ეხება, რომელიც ეჭვმიტანილია ექსტრემიზმის წაქეზებასა და სიძულვილის პროპაგანდაში, ხოლო მეორე — რომელზეც უკვე ექვსი პირია დაკავებული — მის გატაცებას.
შჩეპიხინს ბრალი ედება ინტერნეტით ექსტრემისტული საქმიანობის საჯაროდ წაქეზებაში, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე სიძულვილის ან მტრობის წაქეზებაში ძალადობის მუქარით, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამომძიებელთა თქმით, ბრალდებები ეფუძნება ფსიქო-ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნებს, რომლის მიხედვითაც შჩეპიხინის პოსტებში დაფიქსირდა "ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებები ეთნიკური და ეროვნული ჯგუფების წინააღმდეგ, ასევე მათი დამცირება“.
შჩეპიხინის გატაცებიდან ერთი დღის შემდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება გატაცებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. ექვსივე ეჭვმიტანილი ჩეჩენია. ყველა მათგანი უკვე დაკავებულია.
ჯგუფმა გამოიყენა სამთავრობო ნორმებით აღჭურვილი ავტომობილი, რომელიც ხშირად ჩნდება ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის გარემოცვასთან ერთად. როდესაც პოლიციამ ისინი გააჩერა, სამმა დაკავებულმა რუსეთის ეროვნული გვარდიის ("როსგვარდია") თანამშრომლის მოწმობები წარადგინა. მათ განაცხადეს, რომ ეს ქმედებები გატაცება კი არა, "კანონიერი დაკავება" იყო. ამ ვერსიას ჩეჩნეთის პრესისა და ეროვნული პოლიტიკის მინისტრი ახმედ დუდაევიც დაეთანხმა.
შჩეპიხინი ექსცენტრული ფიგურაა, რომელსაც ინციდენტამდე მინიმალური საზოგადოებრივი ცნობადობა ჰქონდა ჰქონდა და დიდი ხანია, აქვეყნებს უცნაურ და პროვოკაციულ განცხადებებს. ის საკუთარ თავს უწოდებდა "სექსის ღმერთს", ამბობდა, რომ "ღვთიურ ენაზე საუბრობდა“ და თავს "მოსკოვის ქალაქისა და რუსეთის ფინანსური ცენტრის ხელმძღვანელად“ მიიჩნევდა. ამ დიდგულ განცხადებებთან ერთად, ის აქვეყნებდა სიძულვილის ენით სავსე კომენტარებს მუსლიმებისა და ებრაელების წინააღმდეგ — რაც საფუძველი გახდა ექსტრემიზმის ბრალდებებისათვის.
ტელეგრამ-არხ Mash-ის ინფორმაციით, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან, შჩეპიხინი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ორჯერ მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მისი ინდივიდუალური მეწარმეობა 2024 წელს იქნა ლიკვიდირებული, დაყადაღებული აქვს ანგარიშები და აღრიცხულია 173,000 რუბლის (დაახლოებით $2,200) საგადასახადო ვალი. 2019 წელს მან უშედეგოდ სცადა მთავრობის გრანტის მიღება ფოტოებიდან ახალი იმიჯების გენერირების აპლიკაციის შესაქმნელად.
შჩეპიხინის მიერ სოცმედიაში დაწერილმა პოსტებმა და მისმა გატაცებამ მკვეთრი რეაქცია გამოიწვია რუსეთის ოფიციალურ პირებსა და სახელმწიფო მედიაში დასაქმებულ პირებში.
რუსეთის დუმის დეპუტატმა, შამსაილ სარალიევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დაეწყო სამართლებრივი დევნა შჩეპიხინის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან ღია მოწოდებები გააკეთა რუსის ხალხის განადგურებისკენ.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს მოადგილემ და სპეცდანიშნულების რაზმ ახმატის მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პირადად რომ შეხვედროდა შეპიხინს, იარაღისკენ წაიღებდა ხელს. მან შჩეპიხინს "ცხოველი, წიწილა და მოღალატე" უწოდა, რომელიც რუსულ საზოგადოებას უნდა მოშორდეს. ალაუდინოვის თქმით, შჩეპიხინის კომენტარები ჩეჩნების და სხვა რელიგიური თემების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ცნობილმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა თავის გადაცემაში Full Contact შჩეპიხინს "ნაგავი, ღორი და ნაძირალა" უწოდა, ამავე დროს აღნიშნა, რომ გატაცება "რბილი ფორმით მოხდა. ამასთანავე მოუწოდა საზოგადოებას, დაეცადათ სამართლებრივი შეფასებისთვის და არ დაეწყოთ ისტერიკა.
შემდგომ პოსტებში დუდაევმა სოლოვიოვს მხარდაჭერა გამოუცხადა და მისი სიტყვები შეაფასა როგორც "ეროვნული ღირსების" დაცვა. დუდაევმა გააზიარა ვიდეოები, სადაც ეთნიკურად სომეხი მებრძოლები ახმატიდან გმობენ შჩეპიხინს და აცხადებენ, რომ საზოგადოებამ მტკიცედ უნდა უპასუხოს მსგავს პროვოკაციებს, რათა არ შერეულ ეთნიკურ გარემოში დესტაბილიზაცია არ მოხდეს.
დუდაევმა, ასევე გამოაქვეყნა ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა კოორდინაციის ცენტრის განცხადებაც, რომელშიც შჩეპიხინის პოსტები დახასიათებული და შეფასებულია, როგორც "ექსტრემისტული, ტერორისტული აქტივობისკენ მოწოდება, რუსეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევა". ცენტრი აღნიშნავს, რომ მსგავსმა რიტორიკამ შეიძლება გამოიწვიოს "სოციალური მღელვარება ან ეროვნული განხეთქილება" და სამართალდამცავებს "მტკიცე სამართლებრივი პასუხის გაცემისკენ" მოუწოდებს.
განცხადება შჩეპიხინის "მოღალატედ" და "რუსეთის მტრად" მოხსენიებით სრულდება. აქვე, ხაზგასმულია, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება აუცილებელია, რათა სხვებისთვის მაგალითად არ იქცეს.
სტატიის გამოქვეყნების დროისთვის, შჩეპიხინის წინააღმდეგ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ არის მიღებული.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები