რა არის ინტერვიზია, რომლითაც რუსეთს ევროვიზიის ჩანაცვლება სურს
ფოტო: Intervision Song Contest
შეიძლება არ იცოდეთ, რომ საბჭოთა კავშირს საკუთარი "ევროვიზია" ჰქონდა — რადგან კაპიტალისტური ევროფესტივალი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს არ ხიბლავდათ, 1965 წელს მის საპირწონედ ინტერვიზიის სიმღერის კონკურსი შეიქმნა. კონკურსი შიგადაშიგ იმართებოდა 1980 წლამდე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმის მიუხედავადაც, რომ ევროვიზიაზე 10 პოსტსაბჭოთა ქვეყანა გამოჩნდა, მათ შორის, რუსეთი, ინტერვიზიის აღდგენის რამდენიმე მცდელობა იყო. თუმცა, საბოლოოდ, ეს მხოლოდ წელს მოხერხდა — 45-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროვიზიიდან უკვე განუსაზღვრელი ვადით მიბრძანებულმა რუსეთმა ინტერვიზია სარკოფაგიდან ამოიღო.
"მუსიკა შენი ქვეყნის შუაგულში", — ასეთი სლოგანი აქვს ინტერვიზია 2025-ს, რომელიც მოსკოვში გაიმართება 20 სექტემბერს. კონკურსის ვებსაიტიდან ვიგებთ, რომ ინტერვიზიაში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს, მათ შორის, BRICS-ის სახელმწიფოები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ლათინოამერიკული და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები. მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ჩინეთმა, კუბამ, ირანმა, პაკისტანმა, საუდის არაბეთმა, თურქმენეთმა და სხვა რამდენიმე ქვეყანამ. ინტერვიზიას შეუერთდებიან ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ევროვიზიაზეც მონაწილეობენ. თუმცა, ევროვიზიისგან განსხვავებით, ინტერვიზიის გამარჯვებულს მხოლოდ ჟიური გამოავლენს.
"კონკურსი იქნება პლატფორმა ტრადიციებისა და მორალური ღირებულებების ურთიერთპატივისცემის საჩვენებლად", — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, — "ამასთან, წარმოჩენილი იქნება მონაწილე ქვეყნების ეროვნული იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება".
როგორც ჩანს, ინტერვიზია რუსეთის იმიჯისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელად პრემიერმინისტრის მოადგილე დმიტრი ჩერნიშენკო გააწესეს, კონკურსის პოპულარიზება კი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა.
2025 წლის ინტერვიზიისთვის წარმომადგენელი ჯერ მხოლოდ ოთხ ქვეყანას ჰყავს შერჩეული: რუსეთს, ბელარუსს, ყირგიზეთსა და ვენესუელას. უკანასკნელი ორი ევროვიზიაზე არასდროს მონაწილეობდა, რაც შეეხება რუსეთსა და ბელარუსს, ორივე მათგანს ევროფესტივალზე მონაწილეობა აკრძალული აქვს.
რატომ არ მონაწილეობს რუსეთი ევროვიზიაზე
რუსეთს ერთადერთი გამარჯვება ევროვიზიაზე 2008 წელს მოუტანა დიმა ბილანმა
ფოტო: Getty Images
რუსეთი ევროვიზიის კონკურსიდან 2022 წელს, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მოიხსნა. ამას წინ უძღოდა ევროვიზიის მონაწილე ქვეყნების მხრიდან პროტესტი, არ დაეშვათ აგრესორი სახელმწიფო საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც მშვიდობის, თანასწორობისა და ერთიანობის სიმბოლოა. ევროვიზიის არაერთი რუსი მონაწილე კი, მათ შორის დიმა ბილანი და პოლინა გაგარინა, პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერები არიან. აი, ბელარუსს კი ევროვიზია მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც კონკურსზე ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი ბენდისა და პოლიტიკური შინაარსის მქონე სიმღერის გაგზავნა სცადეს.
მხოლოდ "მეგობრული ქვეყნების" მონაწილეობით ევროვიზიის ალტერნატიული კონკურსის შექმნის იდეა 2023 წელსაც გაჟღერდა. ინიციატივის ავტორი დუმის დეპუტატი მაშინ ითხოვდა, კონკურსზე სიმღერები მარტო რუსულ ენაზე შესრულებულიყო.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ერთ-ერთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო, რომელიც ევროვიზიას შეუერთდა. ქვეყნის დებიუტი კონკურსზე 1994 წელს შედგა. 2022 წლისგან განსხვავებით, 2008 წელს საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი ევროვიზიიდან არ მოუხსნიათ. მეტიც, აგვისტოს ომიდან სულ რამდენიმე თვეში, 2009 წლის მაისში, კონკურსი სწორედ მოსკოვში გაიმართა. მაშინ ევროფესტივალზე მონაწილეობას აპირებდა საქართველოც, მაგრამ ჯგუფ სტეფანე და 3G-ის საკონკურსო სიმღერა We Don't Wanna Put In ორგანიზატორებმა პოლიტიკურ გზავნილად შეაფასეს და ტექსტის შეცვლა მოითხოვეს, რის პასუხადაც საქართველო უარით გამოეთიშა ევროვიზიას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები