აშშ-მ სომხეთის ატომური ელექტროსადგურისთვის $3.4-მილიონიანი სიმულატორი შეუკვეთა
აშშ-მ სომხეთის ქალაქ მეწამორის ატომური ელექტროსადგურისთვის 3.4 მილიონი დოლარის ღირებულების სიმულატორი შეუკვეთა, რომლის მიზანიც "უსაფრთხო ოპერაციების გაუმჯობესებაა".
აშშ-ის ელჩმა კრისტინა კვიენმა სიმულატორი სამშაბათს ოფიციალურად გახსნა.
მას თან ახლდნენ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული ენერგიის ოფისში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილე ალეშია დუნკანი და სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე იან პლეშინგერი.
"აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის პარტნიორობა [მეწამორის] ბირთვულ ელექტროსადგურთან წარმოადგენს უახლესი ამერიკული ტექნოლოგიების დემონსტრირებას და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს აშშ-ისა და სომხეთს შორის 25 წელზე მეტი ხნის ბირთვულ ენერგეტიკულ თანამშრომლობაში", — დაწერა კვიენმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ოთხშაბათს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაწერა, რომ ევროკავშირმა სომხეთს "დამატებით 17.9 მილიონი ევრო (21 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყო ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის გასაუმჯობესებლად, ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ფარგლებში."
ოთხშაბათს, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ხუდატიანმა, დანკანისა და კვიენის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. სამინისტროს მიერ ვიზიტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით Armenpress-მა დაწერა, რომ ხუდატიანმა "განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ელექტროსადგურზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სიმულატორისთვის".
მათ ასევე "დაადასტურეს ორმხრივი მზაობა" თანამშრომლობის გაღრმავებაში და განიხილეს სომხეთ-აშშ-ის ენერგეტიკულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული "რიგი საკითხები", "მათ შორის, ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების კუთხით".
მეწამორის ელექტროსადგური კავკასიის რეგიონში ერთადერთი ატომური ელექტროსადგურია. მისი ერთადერთი მოქმედი რეაქტორი 1980 წელს ამოქმედდა და 2021 წელს სომხეთის ელექტროენერგიის 26% გამოიმუშავა.
ბოლო წლებში სომხეთმა რუსეთსა და აშშ-ს, სხვა ქვეყნებთან ერთად, მიმართა, რათა აეშენებინათ ახალი რეაქტორი მოძველებული ელექტროსადგურისთვის.
2023 წლის დეკემბერში სომხეთმა რუსეთის სახელმწიფო ბირთვულ სააგენტო Rosatom-თან კონტრაქტი გააფორმა მეწამორის ელექტროსადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობის 2036 წლამდე გაზრდის შესახებ, ხოლო მოძველებულ ობიექტზე ახალი რეაქტორის აშენებაზე მოლაპარაკებები "მიმდინარეობს".
2024 წლის ივლისში სომხეთმა განაცხადა, რომ სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით "არსებით" მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა, თურქეთმა და ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვეს სადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მთავრობას მისი დახურვისკენ მოუწოდეს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები