ელენე ცხადაიამ Clearstream-ის საერთაშორისო სამიტზე საქართველოს ბანკის რეგიონალურ საფონდო ბაზრებზე არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი რეგიონული ბაზრების განვითარების მხარდაჭერასა და გლობალურ ფინანსურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ, პრაღაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ რეგიონულ Clearstream-ის მე-19 სამიტში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება რეგიონული კაპიტალის ბაზრების ტენდენციებს, განვითარების პერსპექტივებსა და პოსტ-ტრეიდინგის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტისა და დიგიტალიზაციის როლს დაეთმო.
ფორუმზე ელენე ცხადაიამ აუდიტორიას საკუთარი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ბანკის საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვის მიმართულებით. იგი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პოსტ-ტრეიდინგის ევოლუციას მიეძღვნა.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო პრაღაში გამართულ Clearstream-ის მე-19 სამიტში მონაწილეობა და რეგიონული კაპიტალის ბაზრების განვითარების, ტენდენციებისა და უნიკალური მახასიათებლების შესახებ საინტერესო დისკუსიებში ჩართვა”, — აღნიშნა ელენე ცხადაიამ.
როგორც ლუქსემბურგში დაფუძნებული საერთაშორისო ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარი (ICSD), Clearstream გლობალური მასშტაბით, მათ შორის საქართველოს ბანკისთვის, პოსტ-ტრეიდინგის ინფრასტრუქტურასა და ფასიანი ქაღალდების მომსახურებას უზრუნველყოფს. ფორუმი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ პროფესიონალს აერთიანებს და მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს სექტორის ლიდერებისთვის გამოცდილების, ხედვებისა და ინოვაციების გასაზიარებლად.
პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო Clearstream Securities Services-ის ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ურთიერთობების მენეჯერი, მუხამადჯონ იკრომოვი.
"სასიამოვნო იყო არაერთ კოლეგასთან და ინდუსტრიის ლიდერთან მე-19 Clearstream სამიტზე პრაღაში შეხვედრა. ღონისძიებაზე ღირებული მოსაზრებები და დისკუსიები მოვისმინეთ, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების ცვალებად ლანდშაფტს ასახავდა. მქონდა პატივი, მარიანა არშაკიანთან ერთად, ვყოფილიყავი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე ფოკუსირებული პანელური დისკუსიის მოდერატორი, სადაც, დისკუსიის გამორჩეულ მონაწილეებთან ერთად, განვიხილეთ ამ რეგიონების განვითარების ძირითადი მახასიათებლები და შესაძლებლობები. ყოველთვის სასიამოვნოა, იყო ასეთი მაღალი დონის დიალოგსა და თანამშრომლობის მონაწილე. დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების წარმატებაში. მოუთმენლად ველი მე-20 ღონისძიებას”, — აღნიშნავს მუხამადჯონ იკრომოვი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები