ვატო შაქარიშვილის მოძრაობა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ "აღკვეთოს ნაც.აქტივისტების მიერ მოწყობილი ბაკქანალია სასამართლო პროცესებზე"
მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა" და "ქართულ ოცნებას" მოუწოდა "აღკვეთოს ნაც.აქტივისტების მიერ მოწყობილი ბაკქანალია და უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე".
მოძრაობის განცხადებით, "კოლექტიური ნაც.მოძრაობის აქტივისტები" მოსამართლეებს, პროკურორებს, მანდატურების შეურაცხყოფას აყენებენ და თავს ფიზიკურად ესხმიან. განცხადებაში ასევე დასძინეს, რომ "კოლექტიური ნაც.მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები ხელოვნურად ცდილობენ პროცესების დაძაბვას და მუდმივად აწყობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციას".
"ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებთ, რომ დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა.
ქვეყნის გარედან მართულ ჯგუფებს ფინანსების კლების პროპორციულად აღარ შესწევთ ძალა მასშტაბური დესტრუქციისთვის − ამისათვის არ ჰყოფნით ხალხის რაოდენობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საჯარიმო სანქციების და კანონის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქუჩებში მსგავსი გამოვლინებები.
მაგრამ ვხედავთ, რომ უკვე თვეებია პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა. სისტემატურად ირღვევა სასამართლოში ქცევის წესები, კოლექტიური ნაც.მოძრაობის აქტივისტები არ ერიდებიან მოსამართლეების, პროკურორების, მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც კი.
საზოგადოებამ იხილა მრავალგზის მსჯავრდებული ნიკანორ მელიას მორიგი მდაბიო პროვოკაციაც, როდესაც მან მოსამართლეს წყალი შეასხა. ამ ყველაფერში მონაწილეობს აგენტურული ქსელის კიდევ ერთი განშტოება − კოლექტიური ნაც.მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ პროცესების დაძაბვას და მუდმივად აწყობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციას.
აღნიშნული კანონგარეშე ძალადობრივი ქმედებები წახალისებული და მხარდაჭერილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად არცერთ სხდომას არ ტოვებენ და ღიად უჭერენ მხარს როგორც განსასჯელ ნაც.აქტივისტებს, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც პროვოკაციებით, ძალადობით ცდილობენ სასამართლო სხდომების ჩაშლას და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისთვის ხელის შეშლას.
სასამართლოზე თავდასხმა არ არის ახალი მეთოდი − ჩვენ გვინახავს უცხო ქვეყნების მხრიდან სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევის ფაქტები, როდესაც ხდებოდა ამა თუ იმ მოსამართლის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება: აშშ-ში სასწავლო კურსებიდან ჩახსნა, მოსამართლეების საელჩოში დაბარება, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირება და ა.შ. და ა.შ.
ყოველივე ეს შეგვიძლია დავინახოთ ერთ კონტექსტში, რაც საერთო ჯამში სასამართლოს დისკრედიტაციას, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას და პროცესების რადიკალიზაციას ისახავს მიზნად.
ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაასრულოს ეს უკონტროლო ვითარება, აღკვეთოს ნაც.აქტივისტების მიერ მოწყობილი ბაკქანალია და კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანი აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე," — ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 17 მარტს, სოლიდარობის ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ჯარიმებს იხდიდნენ და ქველმოქმედებას ეწეოდნენ, მათ შორის გურიასა და იმერეთში დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლის, ვატო შაქარიშვილის შეტანილი სარჩელის საფუძველზე დააყადაღეს.
ვატო შაქარიშვილის თქმით, ის, რომ ეს ფონდები ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს, ტყუილია და დასძინა, რომ "ეს ფონდი და სხვა ფონდები ემსახურებიან საქართველოში კონსტიტუციური წყობილების მოშლას, ხელისუფლების დამხობას, რევოლუციურ სცენარებს, გადატრიალებებს, იმ პიროტექნიკის ყიდვას, რომლითაც წვავდნენ პოლიციელებს".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები