მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო სასამართლომ ეპისკოპოს გიორგის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავე დაადგინა
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ გამოაქვეყნა საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინამძღოლის, გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.შ. დამნაშავედაა ცნობილი.
აღნიშნული ინიციალები ემთხვევა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მისი მოწამვლის მცდელობაზე საუბრისას გულისხმობდა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს.
საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმის მიხედვით, ბრალმდებელი და მომჩივანი მონაზონი თ.კ.-ა, ბრალდებული — "საერო პირი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საზღვრებში მოქმედი ბატონი გ.შ."
საეპისკოპოსო სასამართლოს განჩინებით, "ბრალდებულ ბატონ გ.შ-ს გულწრფელ სინანულამდე აეკრძალა ზიარება", ხოლო სინანულის შემთხვევაში 20 წლით უზიარებლობის განაჩენი გამოუტანეს.
საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი 6 ივნისითაა დათარიღებული და მას ხელს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აწერს.
საქმე ეხება 8 ივნისს ეპისკოპოსის ქადაგებას. მისი თქმით, მთავრობის მოქმედ წევრს, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელს, მონაზონი ჰყავდა "დავერბოვკრებული" და მისი მეშვეობით წამლავდა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეპისკოპოსის ქადაგების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.
9 ივნისს ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ტვ პირველთან საუბრისასა განაცხადა, რომ არც ჩვენებას მისცემდა და არც პროკურატურასთან აპირებდა თანამშრომლობას.
"მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას, როგორც სასულიერო პირი, ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან. მე ვამბობ უარს. ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. მონაზონი ჩემთან არ იმყოფება", — განაცხადა ეპისკოპოსმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები