ამ კომპანიამ ცუგა ბედნიერების გენერალურ დირექტორად დანიშნა
ფოტო: Rahul Arepaka / LinkedIn
სანამ ზოგი იმას შიშობს, ხელოვნურმა ინტელექტმა არ ჩაგვანაცვლოს, შრომის ბაზარს ცუგები იპყრობენ! უთუოდ გემახსოვრებათ, როგორ დასაქმდა ჰიუნდაიში ძაღლი, რომელიც მათ ოფისს ხშირად სტუმრობდა ან როგორ დაიწყო კიდევ ერთმა ბეწვის გორგალმა ამერიკულ საავადმყოფოში პაციენტების მიმსალმებლად მუშაობა.
თუმცა, ალბათ ჯერ არცერთ ცუგას არ ჰქონია ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა, როგორიც დენვერს — ოქროსფერ რეტრივერს, რომელიც ცოტა ხნის წინ ინდური სტარტაპის ახალი თანამშრომელი გახდა.
ქალაქ ჰაიდარაბადში მდებარე ინოვაციურმა ტექკომპანიამ Harvesting Robotics ცუგა ბედნიერების გენერალურ დირექტორად (CHO) დანიშნა. ინფორმაცია კი ამის შესახებ თავად სტარტაპის დამფუძნებელმა რაჰულ არეპაკამ გაავრცელა — არც მეტი, არც ნაკლები, LinkedIn-ზე.
"გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი, დენვერი — ბედნიერების გენერალური დირექტორი", — წერს არეპაკა, — "ის არც კოდს არ წერს და, ზოგადად, არც არაფერი აღელვებს, უბრალოდ, სამსახურში მოდის, ყველას თავს აყვარებს და ენერგიით ავსებს. თან, უკვე ოფიციალურად ცხოველებისადმი მეგობრული ოფისი გავხდით. საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჰო, მართლა, დენვერი კომპანიაში ყველანაირი პრივილეგიით სარგებლობს".
თანამშრომლების ემოციური მხარდაჭერისა და ამ მისიაში ცუგების და ფისოების მონაწილეობის მნიშვნელობას უკვე არაერთი დიდი კომპანია აღიარებს. ისეთ გიგანტებს, როგორებიც გუგლი და ამაზონია, საგანგებოდ ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცეებიც კი აქვთ გამოყოფილი.
კვლევები მოწმობს, რომ ცხოველები თანამშრომლებში სტრესს ამცირებენ, აუმჯობესებენ ურთიერთობებს და პროდუქტიულობასაც კი ზრდიან. ადამიანისა და ცხოველის კავშირის კვლევითი ინსტიტუტის (HABRI) მონაცემებით, ცხოველებისადმი მეგობრული გარემოს მქონე სამსახურებში თანამშრომლების 91 პროცენტი უფრო მეტად გრძნობს კომპანიის ნაწილად თავს, 87 პროცენტი კი ამავე კომპანიაში დარჩენას განიხილავს. ამდენად, ცხოველებისადმი მეგობრული სივრცის შექმნა ეფექტურ HR სტრატეგიადაც შეიძლება ჩაითვალოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები