ჯარედ ლეტო რამდენიმე ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა — ყველაფერი, რაც ვიცით
ფოტო: Getty Images
ჯარედ ლეტო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა რამდენიმე ქალმა, რომელთაგან ზოგიერთი აცხადებს, რომ ინციდენტის დროს არასრულწლოვანები იყვნენ.
შაბათს, 7 ივნისს, გამოცემა Air Mail-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წარმოდგენილია ინტერვიუები ცხრა ქალთან. ისინი ამტკიცებენ, რომ 53 წლის მსახიობმა და მუსიკოსმა მათთან მიმართებაში შეუსაბამოდ იქცეოდა, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანის მიმართაც. ქალები აცხადებენ, რომ ლეტოს მხრიდან ასეთი ქცევა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.
"ეს უკვე დიდი ხანია ღია საიდუმლოა," — უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა ქალმა, რომლის ვინაობაც ანონიმურია.
სხვა დანაშაულებთან ერთად, ლეტოს ბრალად ედება 16 წლის გოგოსთვის სექსუალური შინაარსის კითხვების დასმა, 17 წლის გოგოს წინ გაშიშვლება და 18 წლის გოგოს წინ მასტურბაცია, შემდეგ კი მისი ხელის იძულებით შეხება საკუთარ სხეულზე.
Air Mail-თან გაკეთებულ განცხადებაში ლეტოს ბენდის, Thirty Seconds to Mars-ის წევრებმა ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყვეს. ჯარედ ლეტოს წარმომადგენელმა კი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
მოდელი ლაურა ლა რუ, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წელს, როცა ის 16 წლის იყო, ლეტოს ცხოველთა დაცვის ღონისძიებაზე შეხვდა და შემდეგ მასთან ელფოსტით მიმოწერა ჰქონდა, როცა ლეტოს თავის სტუდიაში მიიწვია. 2009 წელს, როცა ლა რუ მომღერალს სტუდიაში ესტუმრა, ის მის წინ გაშიშვლდა.
ფოტო: ABC
ლეტოს წარმომადგენლის განცხადებით, ლა რუს და ლეტოს "კომუნიკაციები სექსუალურ ან არასათანადო შინაარსს არ შეიცავს" და ლა რუმ შემდეგში ლეტოს პირადი ასისტენტის პოზიციის ვაკანსიას გამოეხმაურა, რაც მათ ურთიერთობაში არასათანადო ქცევის არსებობას გამორიცხავს. საპასუხოდ, ლა რუ აცხადებს, რომ ამ ვაკანსიაზე განაცხადი არ გაუგზავნია.
მეორე ქალი ამბობს, რომ 2008 წელს ლეტომ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კაფეში მას ნომერი გამოართვა, შემდეგ კი შუაღამით დაურეკა "ყველაზე უცნაური, საშინელი ხმით". ქალი ვარაუდობს, რომ ზარის დროს ლეტო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.
ლეტოს წარმომადგენლის განცხადებით, მას "35 წელზე მეტი ხანია, არ დაულევია და არც ნარკოტიკი არ მიუღია".
იგივე ქალი ამბობს, რომ ლეტომ წვეულებაზე დაპატიჟა, მისგან მოწვევაზე უარის მიღების შემდეგ კი სამი კვირის განმავლობაში ურეკავდა და ცდილობდა, შეხვედრაზე დაეთანხმებინა. ცოტა ხანში ლეტოს ზარებმა სექსუალური შინაარსი მიიღო — "ოდესმე გყოლია შეყვარებული? ორალური სექსი გქონია?" — ქალის მტკიცებით, მაშინ, როცა არასრულწლოვანი იყო, ლეტო მსგავს კითხვებს უსვამდა.
ფოტო: Getty Images
მან დაამატა: "მისი ხმა, საუბრის სტილი შეიცვალა. მან შემაშინა. პირველად ვიფიქრე: "ღმერთო, ასე მხოლოდ ფილმებში არ ხდება". ქალის დედამ თქვა, რომ თავადაც მოისმინა ეს ზარი და დაადასტურა ისტორია.
მესამე ქალი, რომელიც ასევე ხშირად წერდა ლეტოს არასრულწლოვანებისას, აცხადებს, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როცა უკვე 18 წლის იყო, ლეტომ მისი თანდასწრებით "მოულოდნელად მასტურბაცია დაიწყო". "შემდეგ ჩემკენ წამოვიდა, ჩემი ხელი აიღო და სხეულზე დაიდო. მეუბნებოდა, მინდა, დამაფურთხოო," — ჰყვება ქალი Air Mail-თან.
კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ინციდენტის დროს 18 წლის იყო, ამბობს, რომ ლეტოს ერთ-ერთ წვეულებაზე ახალგაზრდა გოგოებს გაშიშვლებას და აუზში ცურვას აიძულებდნენ. "დარწმუნებული ვარ, რომ ამ წვეულებაზე ყველაზე ახალგაზრდა მე არ ვყოფილვარ," — ამბობს ბრალმდებელი. ლეტოს წარმომადგენლის თქმით, "არანაირი სახის საჩივარი არ მიგვიღია და არც მიუღებელი ქცევა არ მომხდარა", წვეულების ორგანიზატორი ბრენტი ბოლთჰაუსი ამბობს, რომ "მოცურავე შიშველი გოგონები არ უნახავს."
ჯერჯერობით უცნობია, ბრალმდებელი ქალები ლეტოს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ თუ არა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები