თორნიკე სხვიტარიძე

11 Jun. 2025, 13:50

"გუშინ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვედრა გვქონდა ლელოს ლიდერებთან.
მე და ჩემს ოჯახს ამ შეხვედრამდეც გვქონდა მტკიცე პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით — და არც ერთი წამით არ შეგვცვლია ეს პოზიცია შეხვედრის შემდეგაც.

არ გვჯერა და კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან არჩევანობანას თამაშში მონაწილეობა.

ეს არის რეჟიმი, რომელმაც 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს გამარჯვება წაართვა — საკუთარი, ნაყიდი ცესკოს ხელით.

ადგილობრივ არჩევნებზე ზუსტად ეს ცესკო იქნება.

არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ის არჩევნები სამართლიანი იყოს.

ბევრი ვისაუბრეთ, ვიკამათეთ — მაგრამ ოჯახების უმრავლესობა მაინც ერთ აზრზე დავრჩით:

არა ადგილობრივ არჩევნებს.

არა რუსულ რეჟიმს.

ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი არალეგიტიმური ყოფილიყო.

და არ ვაპირებთ, ეს ბრძოლა წყალში ჩავყაროთ.

ჩვენ ვიბრძვით პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის.

ვიბრძვით ამ ქვეყნის გადარჩენისთვის.

და გვჯერა — ეს ქვეყანა ვერ გადარჩება, თუ ქართულ ოცნებას მის თამაშში შევყვებით."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…