Pornhub საფრანგეთში პორნოგრაფიული კონტენტის მიწოდებას წყვეტს
ფოტო: Leon Neal/Getty Images
Pornhub-ის, YouPorn–ის და RedTube–ის მფლობელმა კომპანიამ, Aylo-მ განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობის მიერ დაწესებული ასაკობრივი რეგულაციების პროტესტის ნიშნად, ოთხშაბათიდან ეს საიტები საფრანგეთში აღარ იფუნქციონირებს.
Aylo-ის პლატფორმებზე შესვლისას გამოჩნდება შეტყობინება, რომელიც აუხსნის ფრანგ მომხმარებლებს კომპანიის ამ გადაწყვეტილების მიზეზს, მათ შორის იმასაც, რომ არ სურს დააყენოს საფრთხის ქვეშ მომხმარებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა — განუცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს სამშაბათს.
Pornhub-ს, ისევე, როგორც სხვა პორნოგრაფიულ პლატფორმებს, საფრანგეთში მიღებული ახალი კანონით ევალებათ ასაკის გადამოწმების მექანიზმების ამოქმედება 7 ივნისისთვის. ეს შეზღუდვა საფრანგეთის მთავრობის მიერ 2023 წელს მიღებული ზომების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა დაცვას შეუფერებელი კონტენტისგან.
Aylo–ს თქმით, ეს კანონი "მასალაზე უარყოფითად მოქმედებს", პირადი მონაცემების გავრცელებას შეუწყობს ხელს და არანაირად არ დაიცავს არასრულწლოვანებს.
ინდუსტრიის გიგანტმა Aylo-მ აქტიური წინააღმდეგობა გაუწია ფრანგ ოფიციალურ პირებს აღნიშნულ ზომებთან დაკავშირებით. კომპანიის შიდა სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მონაცემებით, საფრანგეთი Pornhub-ის მეორე უმსხვილესი ბაზარია მსოფლიოში — პირველ ადგილზეა აშშ, შემდეგ კი ფილიპინები, მექსიკა და გაერთიანებული სამეფო.
სოლომონ ფრიდმანმა, Ethical Capital Partners-ის პარტნიორმა (კომპანია, რომელსაც ეკუთვნის Aylo), ჟურნალისტებთან სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფრანგული კანონი არის "საშიში", "პოტენციურად კონფიდენციალურობის შემლახავი" და "არაეფექტური".
ცნობისთვის, ასაკის გადამოწმების ალტერნატიულ მექანიზმზე ევროკომისიაც მუშაობს და ამავდროულად Aylo-ს პლატფორმებს ადანაშაულებს ციფრული სერვისების აქტის დარღვევაში არასრულწლოვანთა დაცვის კუთხით.
Aylo, ისევე როგორც სოციალური მედიის გიგანტი Meta, ითხოვს ასაკის მოწყობილობის დონეზე გადამოწმების შესაძლებლობას. ფრიდმანმა აღნიშნა: "ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ოპერაციული სისტემების მწარმოებლებთან, აპლიკაციების მაღაზიებთან და სხვა ტექნოლოგიურ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მხოლოდ სრულწლოვანებს ჰქონდეთ წვდომა ჩვენს პლატფორმაზე. ეს არ ნიშნავს პასუხისმგებლობაზე უარის თქმას — უბრალოდ ვფიქრობთ, რომ წვდომა უნდა შეიზღუდოს წყაროდანვე."
საფრანგეთის ციფრული საკითხების მინისტრმა, კლარა შაპაზმა, სამშაბათს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში Aylo სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კომპანიამ არასწორად წარმოაჩინა კანონის არსი. მისი თქმით, ახალი ზომები პირადი მონაცემების დაცვას ითვალისწინებს. "სრულწლოვნებს აქვთ პორნოგრაფიის ყურების თავისუფლება, მაგრამ არა ჩვენი ბავშვების დაცვის ხარჯზე", — თქვა შაპაზმა.
Aylo-ს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ხნით აჩერებს კონტენტის მიწოდებას საფრანგეთისთვის, თუმცა, ოფიციალური განცხადების მიხედვით, კომპანია იმედოვნებს, რომ მალე მოიძებნება გამოსავალი, რომელიც გააუქმებს შეზღუდვას და აღადგენს ზრდასრულთა კონტენტზე წვდომას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები