გაიცანით, მიხეილ ლაბარტყავა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი
ფოტო: საქართველოს ბანკი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც 2017 წელს დაარსდა, არა მხოლოდ, ცალკეული მასწავლებლების მიღწევების დაფასებას ისახავს მიზნად, არამედ, განათლების სფეროში ჩართულ ადამიანებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას საშუალებასაც აძლევს — კონკურსის მეშვეობით, მასწავლებლები უკეთ იცნობენ ერთმანეთს, კოლეგებს უზიარებენ საკუთარ აღმოჩენებს, ცოდნასა და სწავლის მეთოდებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
მიხეილ ლაბარტყავა სწორედ ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრია. მისი საქმიანობა მხოლოდ პედაგოგობით არ შემოიფარგლება და მრავალგვარ პროფესიულ მიღწევას მოიცავს. ის ერთდროულად გამოცდილი მკვლევარ-მეცნიერი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, USAID-ის ექსპერტი და მრავალი კვლევითი პროექტისა და ინიციატივის აქტიური მონაწილეა. ყოველივე ამასთან ერთად, მისი მთავარი ინტერესი მაინც მოსწავლეებთან ურთიერთობაა. ის სკოლაში ქიმიის პედაგოგადაც მუშაობს.
ცოდნის გაზიარება
ბატონ მიხეილს ბავშვობაში ძალიან კარგი ქიმიის მასწავლებლები ჰყავდა. სწორედ მათ შეაყვარეს ეს საგანი იმდენად, რომ საბოლოოდ მთელი ცხოვრება ქიმიას მიუძღვნა. წლების შემდეგ მიხეილი უკვე თავად ცდილობდა ქიმიის განსაკუთრებული მნიშვნელობა თავისი მოსწავლეებისთვის გაეზიარებინა. სკოლაში მისი და მოსწავლეების ინიციატივით, დამატებით საკვირაო გაკვეთილებსაც ატარებენ. ასევე, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამეცნიერო კონკურსში, ხშირად პირველი ადგილიც მოუპოვებიათ.
ამჟამად, მისი ყოფილი მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნის, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას. მიხეილ ლაბარტყავასთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მთავარი სიხარულიც სწორედ ისრის, რომ მისი მოსწავლეები ქიმიას ირჩევენ პროფესიად და წარმატებულ კარიერასაღწევენ.
“ქიმია ერთ-ერთი ისეთი მეცნიერებაა, რომელიც ბავშვის ცნობისმოყვარეობას აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ამჟამად ჩვენს სკოლაში ოთხი კვლევითი ჯგუფია შექმნილი. ყველას ცალ-ცალკე სამუშაო აქვს განაწილებული. მასალა, რომელსაც ისინი დამატებით გაკვეთილებზესწავლობენ, სასკოლო პროგრამას ემთხვევა. ბავშვებს ძალიან აინტერესებთ ეს ყველაფერი და იმდენად არიან ჩართული პროცესში, რომ საბოლოოდ კედლის გაზეთიც კი გამოვუშვით — ,ყოველდღიური ქიმია. გაზეთი, რომელიც თვეში ორჯერ გამოიცემა შეეხება ისეთ თემებს, რომლებიც ბავშვებს უკეთ დაანახებს ქიმიის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.“
რატომ არის ქიმია მნიშვნელოვანი
ხშირად ბავშვები ბოლომდე ვერ ხვდებიან ქიმიის საჭიროებას. როგორც ბატონი მიხეილი აღნიშნავს, თანამედროვე სამყაროში ჩვენ ქიმიურ გარემოში ვცხოვრობთ, ამიტომ შეუძლებელია გვერდი აუარო მას. ქიმიას ბევრი სარგებლიწს მომტანი, მაგრამ ამასთანავე, შესაძლოა უარყოფითი გავლენაც მოახდინოს ჩვენზე. იმისთვის, რომ ბავშვებმა მეტად გააცნობიერონ, როგორც ქიმიის, ისე ფიზიკის, ბიოლოგიისა და სხვა სამეცნიერო დარგების მნიშვნელობა, აუცილებელია, რომ საგანი მეტად ხელშესახები და პრაქტიკული გახდეს. მიხეილის გაკვეთილებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
”იმისთვის რომ, ბავშვი დაინტერესდეს ქიმიით, აუცილებელია ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, ოღონდ ამ სამუშაოს არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი. მიზანი უნდა იყოს ის, რომ ბავშვმა შეძლოს ცოდნის რეალური გამოყენება. ჩვენი დამატებითი გაკვეთილების მიზანიც სწორედ ეს არის. მაგალითად, მოსწავლეებს ბევრი რამ გაუგიათ c ვიტამინის შესახებ სახელმძღვანელოებიდან, თუმცა, სხვა არის, როდესაც c ვიტამინს აფთიაქში ყიდულობ და სულ სხვაა, როცა მას სხვადასხვა ხილიდან ან ბოსტნეულიდან გამოყოფ. მსგავსი ექსპერიმენტის შემდეგ, მოსწავლემ უკვე იცის, რომ როდესაც ის ამა თუ იმ მცენარით იკვებება, შესაბამის ნივთიერებასაც იღებს.”
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
დღეს, მასწავლებლის პროფესია ნაკლებად დაფასებულია იმ შრომასთან და ცოდნასთან შედარებით, რომელსაც პედაგოგები ყოველდღიურად გასცემენ. თუმცა, ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება, რაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამსახურებაა, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება.
”მასწავლებელი დიდ დროს უთმობს იმის გაანალიზებას, თუ როგორ ჩაიარა გაკვეთილმადა რა და როგორ უნდა გააკეთოს შემდგომში. ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, რომ მასალა მოამზადოს, ამოცანები შეადგინოს და ა.შ. ეს ყველაფერი დამატებითი შრომაა, რომელიც რეალურად არასდროს ფასდება. მართალია, სკოლაში ყოველდღე მხოლოდ სამ გაკვეთილს ვატარებ, მაგრამ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვებთან ერთად ხშირად დამატებით 5-6 საათსაც ვმუშაობ.”
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. წელს ჯილდოზე განაცხადი 142-მა მასწავლებელმა შეავსო, ხოლო ნომინირება 2 455 მასწავლებელს გაუწიეს. ახლა აპლიკაციების ტექნიკურად შემოწმება მიმდინარეობს. ივნისის ბოლოს კი, მასწავლებელთა ათეული გამოვლინდება, რის შემდეგაც ფინალურ ტურში 5 მასწავლებელი გადავა. 5 ოქტომბერს — მასწავლებლის მსოფლიო დღეს კი, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.
ჯილდოს შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანია — The Global Teacher Prize-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი — საქართველოს ბანკი; გენერალური სპონსორი — გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები