ოქროს მედლების მოლოდინში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ფოტო: საქართველოს ბანკი
2024/25 წლების საფეხბურთო სეზონი დასრულებულია, თუმცა წინ არანაკლებ ცხელი სპორტული ასპარეზი გველოდება: 13-20 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა — ლაშა გუჯეჯიანმა და გიორგი თენაძემ, უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად 13 ძიუდოისტი შეარჩიეს:
მამაკაცები
● 60 კგ — გიორგი სარდალაშვილი;
● 66 კგ — ვაჟა მარგველაშვილი;
● 73 კგ — ლაშა შავდათუაშვილი;
● 81 კგ — ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი;
● 90 კგ — ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე;
● 100 კგ — ილია სულამანიძე;
● +100 კგ — გურამ თუშიშვილი.
ქალები
● 57 კგ — ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე;
● 63 კგ — ეთერ ასკილაშვილი;
● +78 კგ — სოფიო სომხიშვილი.
რა უნდა ვიცოდეთ?
არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, მაგალითად: ლაშა ბექაური ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და მორიგი ტრიუმფის შემთხვევაში, ის ყველა დიდი ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი იქნება (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ოლიმპიადა). შედეგად, ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ, ბექაური გახდება პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ამ უდიდეს მიღწევას გაიმეორებს.
ასევე საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები — გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ტიტულის დაცვას. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილი მსოფლიოს ზედიზედ სამგზის ჩემპიონია და მისი მომზადებიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ კვარცხლბეკზე კვლავ ოქროს მედლით ვიხილავთ.
2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაასმაგებული მოტივაციით ემზადება გურამ თუშიშვილი, რომელმაც გასულ წელს, ფინალურ შეხვედრაში, სამხრეთ კორეელ მინჯონგ ჯიმთან დამარცხდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეტოქე, ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა, ფრანგი ტედი რინერი, ტურნირზე მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ შეძლებს, რაც თუშიშვილის შანსებს ერთიორად ზრდის.
ოქროს მედლის მოგების შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს 2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენ, ეთერ ლიპარტელიანს. 2023 წლის ფინალისტები, კანადელი კრისტიან დეგუჩი და სამხრეთ კორეელი ჰარუკა ფუნაკუბო, ტურნირზე მონაწილეობას არ იღებენ, რაც შესანიშნაად მომზადებული ლიპარტელიანისთვის ხელსაყრელია.
ასევე არ უნდა გამოგვრჩეს, რომ საქართველოს ნაკრები მონაწილეობას შერეულ გუნდურ პირველობაზეც მიიღებს, სადაც გუჯეჯიანის შემადგენლობას მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია დაემატებიან.
2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დამატებით ინტრიგასა და ინტერესს ისიც სძენს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, იაპონიისა და რუსეთის ნაკრებები სრული, ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილები. შესაბამისად, ძიუდოს მოყვარულები, უფრო მეტ კონკურენციასა და დაძაბულ, მაღალი კლასის ბრძოლებსუგულშემატკივრებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების მონაგარი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი გახლდათ:
● 2 ოქრო (გიორგი სარდალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი);
● 1 ვერცხლი (გურამ თუშიშვილი);
● 2 ბრინჯაო (ვაჟა მარგველაშვილი).
განრიგი
13 ივნისი — დღე 1: კ -60 კგ / ქ -48 კგ
● წინასწარი შეხვედრები — 11:30
● ფინალური ბლოკი — 18:00
14 ივნისი — დღე 2: კ -66 კგ / ქ -52 კგ
● წინასწარი შეხვედრები — 11:00
● ფინალური ბლოკი — 18:00
15 ივნისი — დღე 3: კ -73 კგ / ქ -57 კგ
● წინასწარი შეხვედრები — 11:30
● ფინალური ბლოკი — 18:00
16 ივნისი — დღე 4: კ -81 კგ / ქ -63 კგ
● წინასწარი შეხვედრები — 11:00
● ფინალური ბლოკი — 18:00
17 ივნისი — დღე 5: კ -90 კგ / ქ -70 კგ
● წინასწარი შეხვედრები — 11:00
● ფინალური ბლოკი — 18:00
18 ივნისი — დღე 6: კ -100 კგ / ქ -78 კგ
● წინასწარი შეხვედრები — 11:30
● ფინალური ბლოკი — 18:00
19 ივნისი — დღე 7: კ +100 კგ / ქ +78 კგ
● წინასწარი შეხვედრები — 12:00
● ფინალური ბლოკი — 18:00
20 ივნისი — დღე 8: შერეული გუნდი
● წინასწარი შეხვედრები — ჯერჯერობით უცნობია
● ფინალური ბლოკი — 18:00
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები