ავსტრიაში არალეგალური ოპერაციის ჩატარებისთვის ქართველი ექიმი გაასამართლეს
ბრალდებულმა ვენის სასამართლოში დანაშაული სრულად აღიარა
როგორც ავსტრიული მედია წერს, ხუთშაბათს, ვენის რეგიონალურმა სასამართლომ ქართველ ექიმს წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის შედეგად მიყენებული სხეულის მძიმე დაზიანების გამო 20-თვიანი ნახევრად პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
11 თებერვალს, 35 წლის ექიმმა 58 წლის ქალს არალეგალურად გაუკეთა ნიკაპის პლასტიკური ოპერაცია, რასაც ისეთი გართულებები მოჰყვა, რომ პაციენტს ვენის სახელმწიფო საავადმყოფოში ინტენსიური მკურნალობა დასჭირდა.
იმ ორგანიზაციის ნომერი, რომელიც იაფფასიან და ცალსახად არალეგალურ კოსმეტიკურ პროცედურებს სთავაზობდა პაციენტებს, მან და მისმა მეგობრებმა, ე.წ. სილამაზის წვეულებაზე მიიღეს. ადგილი, სადაც 2025 წლის 11 თებერვალს ოპერაცია ჩატარდა, პროკურატურამ აღწერა, როგორც "სისხლით მოსვრილი და არაჰიგიენური" ბინა ვენის მე-3 რაიონში.
35 წლის ბრალდებული, რომელსაც, მისივე თქმით, მხოლოდ რუსეთსა და საქართველოში აქვს სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლება და მისი თვიური შემოსავალი ამ ქვეყნებში "ათიდან თხუთმეტი ათას დოლარამდე" მერყეობს, ვენაში სპეციალურად ამ ოპერაციისთვის ჩაფრინდა. პროცედურისას ქალს მოულოდნელად დაეწყო ძლიერი სისხლდენა და შეშუპება, ამიტომ, იქ მყოფმა პაციენტის დამ, ექიმთან ერთად გამოიძახა სასწრაფო, რომელმაც 58 წლის ქალი დაუყონებლივ გადაიყვანა ვენის სახელმწიფო საავადმყოფოში. აქ მას მთელი ღამის განმავლობაში ინტესიური მკურნალობა უტარდებოდა.
ბრალდებულმა ვენის სასამართლოში დანაშაული სრულად აღიარა
ქართველმა ექიმმა პირველივე დაკითხვისას აღიარა ბრალი. "ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო" — თქვა მან სასამართლო პროცესზე. თუმცა, მისმა ადვოკატებმა დანაშაულის ჩადენის ნებისმიერი წინასწარი განზრახვა გამორიცხეს, რის დამტკიცებასაც ბრალდების მხარე ცდილობდა. დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ დაზარალებულმა საკუთარი ნებით გადაწყვიტა პროცედურის ჩატარება და მას ქუჩაში თავს არავინ დასხმია.
დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაამოწმა, რომ ექიმმა ოპერაცია სწორად ჩაატარა, მაგრამ საცხოვრებელ ბინაში არსებული გარემო სრულიად შეუსაბამებო იყო ამგვარი პროცედურისთვის. მეტიც, თუკი ბრალდებული ოპერაციას თანაშემწის დახმარებით გააკეთებდა — და არა დამოუკიდებლად — გართულებები შესაძლოა მართვადი ყოფილიყო. გარდა ამისა, 58 წლის ქალს არანაირი წერილობითი სამართლებრივი თანხმობა არ წარუდგენია პროცედურისთვის.
საბოლოოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველ ექიმს სხეულის მძიმე დაზიანების გამო 20-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აქედან 16 თვე პირობითი სასჯელით განისაზღვრა. მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ ექიმს ნამდვილად არ ჰქონდა ქალის დაზიანება განზრახული, ამასთან, გულწრფელმა აღიარებამ და მისი ცხოვრების წესმაც ასევე იმოქმედა ვერდიქტზე. ვინაიდან ბრალდებულმა უკვე გაატარა ოთხი თვე წინასწარ პატიმრობაში, იგი საპატიმრო დაწესებულებას მალევე დატოვებს.
ვენის კრიმინალურმა საგამოძიებო დეპარტამენტმა სხვა შესაძლო მსხვერპლების მოსაძიებლად გამოძიებაც ჩაატარა, თუმცა უწყებას ექიმისთვის დამატებითი ბრალდება არ წარუდგენია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები